რეგისტრაციის პროცესის შედეგები

12 ოქტომბერს დასრულდა არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის პროცესი. გთავაზობთ შედეგებს:

თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მოხვედრის მსურველთა სია კლასების მიხედვით ასე გამოიყურება:

VIIა კლასი:

ქეთევან ლაპიაშვილი

ნინო გიგაური

ნინო გურაშვილი

მარიამ უთრუთაშვილი

VIIბ კლასი:

ნინო მახარაშვილი

მარიამ ლაპიაშვილი

მარიამ ფიროსმანაშვილი

ლევან პოპიაშვილი

ნიკოლოზ გომალაური

VIII კლასი

გიორგი ხოხონიშვილი

ლაშა პაპუაშვილი

IXა კლასი

დავით მინასოვი

ანა სადაღაშვილი

ანა არაბული

ლელა გურაშვილი

IXბ კლასი

ერეკლე ჩერქეზიშვილი

იოსებ ზურაშვილი

Xა კლასი

ილია ვარდიშვილი

Xბ კლასი

ნინო სეფიაშვილი

ქეთვან ჩაფიაშვილი

თამარ ხუციშვილი

დავით ჯინაშვილი

ნათია ლატარია

XIა კლასი

ლევან ჩუთლაშვილი

გიორგი იაკობიშვილი

ზურაბ ნატროშვილი

XIბ კლასი

მარიამ გოგოშვილი

აკაკი გონაშვილი

XIIა კლასი

სოსო ჩუთლაშვილი

XIIბ კლასი

დავით ბეჟაშვილი

შოთა მჭედლიშვილი

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოში კლასიდან აირჩევა ორი კანდიდატი.

მოკლედ არჩევნების ფორმატის შესახებ

“ზოგადი განათლების შესახებ კანონის” შესაბამისად 2012 წლის 19 ორტომბერს დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები.

კანონის შესაბამისად საბაზო(VII-IX კლასები) და საშუალო საფეხურის(X-XII კლასები) მოსწავლეები აირჩევენ დელეგატებს კლასებიდან, რომლებიც თვითმმართველობის პირველივე სხდომაზე საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა 2/3-ით აირჩევენ თვითმმართველობის საბაზო და საშუალო საფეხურის პრეზიდენტებს.

თითო კლასიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების   საფუძველზე   ფარული კენჭისყრით აირჩევა ორი დელეგატი, რომლებიც იქნებიან კლასის წარმომადგენლები მოსწავლეთა თვითმმართველობაში.

არჩევნების ორგანიზების მიზნით საარჩევნო დებულების შესაბამისად იქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელშიც 7 წევრი შემდეგი პრინციპის მიხედვით ნაწილდება:

  • სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი (1)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (1)
  • პედაგოგი (1)
  • მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი (2)
  • საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები (2)

ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მოსწავლე.

ცესკოს მიერ,  II (მეორე) და III (მესამე) სართულებზე ზოგადი განთლების საბაზო და საშუალო საფეხურების შესაბამისად იქმნება #1 და #2 საარჩევნო  უბნები.

საუბნო საარჩევნო კომისია კომპლექტდება მხოლოდ მოსწავლეთა მიერ და მისი წევრთა რაოდენობა განოსაზღვრება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 6 წევრისა.

კომისიის წევრობის კანდიდატებს თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები ასახელებენ რეგისტრაციის დროს.

თუ კომისიის წევრობისთვის წარმოდგენილ კანდიდატთა რაოდენობა აღემატება წევრთა დასაშვებ რაოდენობას, ცესკო ატარებს წილისყრას

არჩევნების მიმდინარეობისას მოსწავლეს აქვს უფლება ხმა მისცეს საკუთარი კლასიდან დელეგატობის მხოლოდ ერთ კანდიდატს.

დელეგატობის კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამისათვის მათ:

  • უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერ მოსწავლეთა სია, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს მისი კლასის მოსწავლეთა არანაკლებ 1/3-ის ხელმოწერა;
  • დაწერონ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე.
  • წარადგინონ იმ საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელშიც იყრის კენჭს, წევრობის საკუთარი კანდიდატი

დელეგატობის კანდიდატებს შორის კონკურენციის გაზრდის მიზნით, ერთ მოსწავლეს შეუძლია მხარდამჭერთა სიაში ხელი მოუწეროს ორ კანდიდატს, თუმცა საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს მხოლოდ ერთს.

საარჩევნო პროცესზე დაკვირვება შეუძლია 12 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს, რომელიც რეგისტრაციის პერიოდში ცესკოში შეავსებს შესაბამის განაცხადს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცესკო წილისყრით გამოავლენს კონკრეტულ უბნებზე  არანაკლებ 5 და არაუმეტეს 10 დამკვირვებლისა.

მედიის მუშაობა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას შეუზღუდავია, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მათმა ქმედებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს არჩევნების მიმდინარეობას. მაგალითად აკრძალულია საარჩევნო უბანზე ინტერვიუს აღება ნებისმიერი პირისგან.

არჩევნებამდე 5 დღით ადრე იწყება კანდიდატების საარჩევნო კამპანია, რომელიც გრძელდება არჩევნების დღემდე. მისი მიმდინარეობის პერიოდში შესაძლებელია საკუთარი საქმიანობის შეუზღუდავად რეკლამირება სასწავლო პროცესის ხელის შეშლის გარეშე

სკოლის ადმინისტრაცია სრულიად იზოლირებულია საარჩევნო პროცესისგან და არ აქვს უფლება ჩაერიოს არჩევნებში რაიმე ფორმით.

რეგისტრაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

დღეს, 10 ოქტომბერს დაიწყო მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2012-ში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. პროცესი საკმაოდ აქტიურად წარიმართა და პირველი დღის მონაცემებით დარეგისტრირებულია:

თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის მსურველი 17 კანდიდატი

საარჩევნო პროცესზე დამკვირვებლობის მსურველი 34 კანდიდატი

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 16 კანდიდატი

პირველი დღის მდგომარეობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მედიის წარმომადგენლების მხრიდან განაცხადი აკრედიტაციის შესახებ არ შემოსულა.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მსურველთა 100%-ს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეადგენენ და ამ დროისთვის არ შეინიშნება სხვა სკოლის მოსწავლეთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა და მედიის აქტიურობა და ინტერესი პროცესის მიმართ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს გამოიჩინონ აქტიურობა და გაიარონ აკრედიტაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.

დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ბანკი

დღეს, 9 ოქტომბერს, ჩვენს სკოლაში “დედოფლისწყაროს ახალგაზრდულმა ბანკმა” საგრატო ციკლში გამარჯვებული პროექტები დააჯილდოვა. მათ გამარჯვებულ პროექტებს გადასცეს თანხის ჩეკები.

შეგახსენებთ, რომ ეს ბანკი დედოფლისწყაროში უკვე 4-5 წელია მოღვაწეობს. ეს ბანკი ჩვენს თემში მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას. ისინი ყოველწლიურად ირჩევენ სხვადასხვა პრიორიტეტებს და აცხადებენ ამ პრიორიტეტებზე საგრანტო ციკლს. წელს ეს პრიორიტეტები იყო:

  1. განათლების ხარისხი
  2. სპორტი
  3. არჩევნები
  4. გარემოს დაცვა

ამ პრიორიტეტებთან დაკავშიებით მათ წელს მიიღეს 15 პროექტი, წინასწარი გადარჩევით მათ 14 პროექტი შეარჩიეს და შემდეგ უკვე “დედოფლისწყაროს ახალგაზრდულმა ბანკმა” 800 ლარით დააჯილდოვა 4 გამარჯვებული პროექტები. ეს პროექტებია:

  1. FM 111.1 – ქეთევან ჩაფიაშვილი;
  2. რა? სად? როდის? – ქეთი შანშიაშვილი;
  3. შემეცნება უკეთესი მომავლისთვის – ჟუჟუნა ყანჩაშვილი;
  4. განათლება და მეცნიერება უკეთესი მომავლის საწინდარია – მედეა მაძღარაშვილი.

აკრედიტაციის მსურველთა საყურადღებოდ

მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში

დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის მსურველთა და ჟურნალისტთა საყურადღებოდ!!!

მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები-2012 19 ოქტომბერს გაიმართება. მასზე დაკვირვების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ #1 საჯარო სკოლის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვოთ აკრედიტაცია. შესაბამისი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენ მიიღებთ აკრედიტაციის დამადასტურებელ სამკერდე ნიშანს, რომელიც უნდა წარმოადგინოთ არჩევნების დღეს მობრძანებისას.

დამკვირვებლებსა  უფლება აქვთ არჩევნების მიმდინარეობისას დაუბრკოლებლივ გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ამომრჩევლისთვის ხელის შეშლის გარეშე. ხმის მიცემის პროცედურის შეუფერხებლად წარმოების მიზნით  ჟურნალისტებისთვის უბნის ტერიტორიაზე ინტერვიუს ჩაწერა აკრძალულია, თუმცა ნებადართულია ფოტო და ვიდეო გადაღებების წარმოება შეუფერხებლად. საარჩევნო კომისიის წევრებს არ აქვთ უფლება ხელი შეუშალონ ჟურნალისტების მუშაობას საარჩევნო პროცესის წარმოებისას.

ცენტრალურ საარჩევნო კომისია მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს იაქტიურონ და გაიარონ აკრედიტაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საარჩევნო დებულება

ცესკოს ადმინისტრაცია

კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ

კანდიდატთა საყურადღებოდ!!!

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ

რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

რეგისტრაცია მიმდინარეობს

10-12 ოქტომბერს 10:00-დან 15:00 სთ-მდე

             რეგისტრაციისთვის წარმოადგინეთ:

  • მხარდამჭერ მოსწავლეთა სია (საკუთარი კლასის მოსწავლეთა მინიმუმ 1/3-ის ოდენობით)
  • განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელზე

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საარჩევნო დებულება  

ცენტრალური საარჩევნო კომისია

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2012

სკოლის დირექციის და მოსწავლეთა თვითმმართველობის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ შესაბამისად

ა.წ.-ის 19 ოქტომბერს

ჩატარდება დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს

არჩევნები 2012

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ 7-12 კლასების მოსწავლეებს

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის მიმართეთენტრალურ აარჩევნოომისიას

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საარჩევნო დებულება

ინტელექტ-კლუბში გაწევრიანების მსურველ გუნდთა რეგისტრაცია დაიწყო

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდა ვინ? სად? როდის? ინტელექტ-კლუბის საქმიანობაც. კლუბში არაერთი სიახლეა, რომელსაც ინტელექტუალები მალე იხილავენ.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით უფრო ხშირად, თვეში ერთხელ ჩატარდება სპორტული ვერსიის თამაშები, რაც უკეთ მოამზადებს გუნდებს საქართველოს 2012-13 წლების ჩემპიონატისთვის. თამაშებს დაემატება გასართობი კომპონენტებიც, რაც გულისხმობს კარიკატურების და საუნდტრეკების გამოცნობის კონკურსს, თუმცა მთავარ კომპონენტად დარჩება ლოგიკური კითხვები.

გაგრძელდება ელიტარული კლუბური თამაშები, რომელიც თვითმმართველობის ახალ ოთახში ჩატარდება. თითოეული თამაშის შემდეგ, გამოვლინდება თამაშის საუკეთესო მოაზროვნე, ხოლო სერიის ბოლოს სერიის საუკეთესო მოაზროვნე და გუნდი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ წლის საუკეთესო მოაზროვნისა და გუნდის გამოსავლენ კონკურსში.

შემოდგომის სერიაში მონაწილეობის მსურველ გუნდთა რეგისტრაცია გაგრძელდება 26-28 სექტემბრის ჩათვლით თვითმმართველობის ოთახში. მსურველმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ:

  1. გუნდის წევრთა 6კაციანი სია
  2. გუნდის კაპიტნის საკონტაქტო ინფორმაცია
  3. გუნდის სახელი

გისურვებთ წარმატებებს!!!

ჯანმრთელობის სწავლების ტრენინგები დედოფლისწყაროში

 „ჯანმრთელობის ტრენინგები და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავი ყოველწლიური მარათონი დედოფლისწყაროში” არის  „მშვიდობის კორპუსის“ ამერიკელი მოხალისის ჯონათან ბრანდსისა და დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კახა კოტაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის პრეზიდენტის შიდსის მსხვერპლთა დახმარების საგანგებო გეგმის  ”VAST Grant“-ის მიერ და მოსწავლეებს სთავაზობს:

  •       გახდეს ერთ-ერთი იმ 30 მოსწავლეთაგან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტში
  •       ტრენინგების ციკლს სამ სხვადასხვა თემაზე, რომელიც ქართველი და ამერიკელი ტრენერების მიერ ჩატარდება
  •       შესაძლებლობას გახდეს ტრენერი და გაიაროს სპეციალური „ტრენინგი ტრენერებისთვის“ (TOT)
  •       პროექტის დაფინანსებით ჩაატაროს ტრენინგები თავის სკოლაში და გაუზიაროს ცოდნა თანატოლებს
  •       მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ქალაქში პირველად აივ ინფექციის მსოფლიო დღის ორგანიზებასა და აღნიშვნაში, რომელიც საკმაოდ მასშტაბურად გაიმართება
  •       შესაძლებლობას, გახდეს შემდეგი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი და მიიღოს მონაწილეობა მათ განხორციელებაში

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ შემდეგი სკოლის 10-12 კლასის მოსწავლეებს:

  1. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლა
  2. დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა
  3. სამრეკლოს საჯარო სკოლა
  4. ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
  5. გამარჯვების საჯარო სკოლა
  6. არბოშიკი საჯარო სკოლა
  7. ზემო ქედის #1 საჯარო სკოლა
  8. ზემო ქედის #2 საჯარო სკოლა
  9. ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
  10. ოზაანის საჯარო სკოლა
  11. არხილოსკალოს საჯარო სკოლა
  12. სამთაწყაროს საჯარო სკოლა

იმისათვის, რომ მოსწავლემ მონაწილეობა მიიღოს ჩვენს პროექტში, აუცილებელია შეავსოს აპლიკაცია, და გამოგვიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე  DHLproj@gmail.com  არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა.

პროექტში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 12 სკოლიდან ორ-ორი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

გისურვებთ წარმატებებს!!!

სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს მასშტაბით დღეს, 17 სექტემბერს 2012-2013 სასწავლო წელი დაიწყო. გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სკოლის სამოქალაქო კლუბის მიერ ორგანიზებული პირველი დღის აღსანიშნავი ღონისძიება, რომელიც ტრადიციულ სახეს ატარებს. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს და სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა, მამა ნიკოლოზმა, დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში – ავთანდილ ლეკაშვილმა და Peace Corp – ის მოხალისემ ჩვენს სკოლაში ჯონათან ბრენდსმა. სიტყვით გამოვიდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზედენტი და სამოქალაქო კლუბის “სპექტრი” ლიდერი სოსო ჩუთლაშვილი და ჩვენი ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მერი ქადაგიძე. ღონისძიებაზე ელექტრონულ გიტარაზე კომპოზიციები  წარმოადგინა  გიორგი აგლაძემ და ქეთი ჩაფიაშვილის მიერ შესრულდა თავად მის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი სიმღერა.

ჩვენი სკოლა სიახლეებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა ამ სასწავლო წელს. ამოქმედდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კაბინეტი SpectRoom-ი (სკოლისა და თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ერთობლივი დაფინანსებით), ჰემინგუეის სახელობის ინგლისურის მულტიმედიური ცენტრი(Peace Corp-ის დაფინანსებით) და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებული მომავლის კლასი. შეიღება პირველი და მეორე სართლების დერეფნების ნაწილი. მოსწავლეების ხარჯებითა და ფიზიკური ჩართულობით გარემონტდა სამი საკლასო ოთახი (IXბ, Xა, Xბ).

ზაფხულის განმავლობაში განხორციელდა რამოდენიმე პროექტი:

1. Spectrum Summer Camp 2012 სამოქალაქო კლუბის საზაფხულო ბანაკების პროგრამის მორიგი ღონისძიება, რომელიც 1-7 კლასის 55 მოსწავლისთვის 5 დღის განმავლობაში ჩატარებულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს მოიცავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დახურვის ღონისძიება, რომელსაც საკმაოდ ბევრი სტუმარი დაესწრო და საინტერესო იუმორისტული, სახალისო და საინტერესო ნომრებით გამოირჩეოდა. ამ ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეები და ლიდერები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

2. SpectRoom – სამოქალაქო კლუბის მიერ საგრანტო კონკურსში მოპოვებული თანხითა და სკოლის აქტიური მატერიალური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა და ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვა სპექტრისთვის გამოყოფილი საკლასო ოთახი, სადაც ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების შემდგომ პერიოდში სამოქალაქო კლუბის, თვითმმართველობისა და სხვა სახის შეკრებები გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გამოიყენება, როგორც საზოგადოებრივ მეცნიერებათა კაბინეტი.

3. ტრენინგები წინანდალში – რომელსაც ახორციელებდნენ სპორტის და ახალგაზრდობის და იუსტიციის სამინისტროები და დაფინანსდა ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ დაწერილი ოთხი პროექტი: Spectrum cup, სკოლის საფეხბურთო ტურნირი, (ერეკლე ჩერქეზიშვილი) სპორტდარბაზისთვის ინვენტარის შეძენა  (ალექსანდრე იაკობიშვილი), რეკრეაციული ზონის აღჭურვა ინვენტარით, (სოსო ჩუთლაშვილი), რაიონული გაზეთი – დედოფლისწყარო ნიუსი (გიორგი აგლაძე)

ზაფხულის სასერტიფიკაციო გამოცდების შემდეგ სკოლას შეემატა კიდევ ერთი “1000 ლარიანი პედაგოგი” – ნინო ფიროსმანიშვილი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდები და საუკეთესო 25%-ს შორის მოხვდა. გარდა ამისა, არაერთმა მასწავლებელმა გადალახა სასერტიფიკაციო ზღვარი და დღეისთვის სკოლას 29 სერთიფიცირებული პედაგოგი ჰყავს.

მომავლის პროექტები:

1. FM 111.1 – სასკოლო რადიოს პროექტი, რომელიც ევრაზიის ფონდის “ახალგაზრდული ბანკის” პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ჟურნალისტთა კლუბისა და რადიოსადგურის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.  პროექტი უკვე დაფინანსებულია და თანხის ჩარიცხვისთანავე დაიწყება მისი განხორციელება

2.მწვანე ზონა” – სკოლის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითვალისწინებს. ამ პროექტის პირველი ორი ეტაპი (მოსამზადებელი სამუშაოები და ადვიკატირების კამპანია) უკვე წარმატებით დასრულდა. ახლა ტექნიკური სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი სპექტრი  გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

This slideshow requires JavaScript.