სოციალური მედიის ტრენინგი სკოლაში

 

დღეს, 14 დეკემბერს, ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი “სოციალური მედია სკოლაში”, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ჩვენი სამოქალაქო კლუბის ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგი ჩაატარა სამოქალაქო კლუბის სოციალური მედიის ჯგუფის ლიდერმა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტმა გიგი იაკობიშვილმა.

ტრენინგში მონაწილეობდა 4 საჯარო სკოლა. ბავშვები გაერკვნენ თუ რა არის ზოგადად სოციალური მედია, რა დანიშნულება აქვს მას და რაც მთავარია, მათ ისწავლეს ბლოგების გაკეთება. მიღებულ ცოდნას ისინი გამიყენებენ იმისთვის, რომ შექმნან ბლოგები სამოქალაქო კლუბის შესახებ ან პირადი მოხმარებისთვის.

This slideshow requires JavaScript.

 

ოლიმპიადა დაიწყო!!!

 

შაბათს, 3 მოემბერს საქართველოს სკოლების მასშტაბით დაიწყო საგნობრივი ოლიმპიადები, რომელიც ყველა ძირითად საგანში ტარდება. პირველი ტური ადგილზე, სკოლებში გაიმართება და მას თავად სკოლის ადმინისტრაციები ჩაატარებენ სამინისტროდან მოწოდებული ტესტების საფუძველზე. ოლიმპიადა ყოველ შაბათ კვირას 10:00 სთ-სა და 15:00 სთ-ზე გაიმართება.

ჩვენი სკოლა ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს ოლიმპიადებში, რასაც ადასტურებს ჩვენი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებებიც. წელსაც არაერთი მათგანია ჩართული ყველა საგანში და იმედია ბევრი გაგვახარებს წარმატებებით.

შაბათს ჩატარდა გამოცდა მათმატიკასა(10:00) და რუსულში (15:00), ხოლო კვირას ბიოლოგიასა (10:00) და ინგლისურში (15:00)

This slideshow requires JavaScript.

MitOst-ის და Irish Group-ის ერთობლივი პროექტი პირველ სკოლაში

2012 წლის 3 ნოემბერს ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლაში 13:00 სთ-ზე პროექტის „ერთად უკეთესობისკენ“ ფარგლებში გაიმართება სემინარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში შეცვალოს დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, აგრეთვე ახალგაზრდებმა გაითავისონ ის სირთულეები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან.

პროექტი მოიცავს პრეზენტაციას წარმატებული  შშმპ–ების ცხოვრების შესახებ, აგრეთვე ინტერაქციულ თამაშებს, რათა  ახალგაზრდები ჩაუღმავდნენ შშმპ–ების იმ პრობლემებსა და ბარიერებს, რომლებსაც ისინი ეჯახებიან მუდმივად ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთობაში და ა.შ.

პროექტი ხორციელდება და გრანტი მინიჭებული აქვს “Joint Civic Education Country Program” ფარგლებში, MitOst  ასოციაციის პროგრამა ოპერირებული Theodor-Heuss-Kolleg, CRISP-თან და „ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა“–თან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდაჭერი და პარტნიორია  – საქართველოს უნივერსიტეტი

პროექტის პარტნიორები : ICBL საქართველოს კომიტეტი, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“

პროექტის სპონსორი – ლუდსახარში „ნატახტარი“

###

31 ოქტომბერი, 2012 წელი

საკონტაქტო პირი:

ლიზი სრესელი

პროექტის მენეჯერი

მობილური : (+995) 98 67 87 87

Togethertobetter@gmail.com

This slideshow requires JavaScript.

შეხვედრა USAID-ის წარმომადგენელთან

დღეს, 24 ოქტომბერს დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში გაიმართა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენელთა შეხვედრა USAID მიერ დაფინანსებული პროექტის “ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში” ეკო კლუბების ოფიცერთან ქ-ნ ნინო ლაღიძესთან, რომელმაც ისაუბრა პროექტის შესახებ და მონაწილეეებს გააცნო ინფორმაცია ეკო კლუბების სკოლებში ჩამოყალიბების წესებისა და პირობების შესახებ. როგორც გაირკვა, პროექტი ამჟამად საქართველოს 21 საჯარო და კერძო სკოლაში ფუნქციონირებს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან მას დაემატება 7 საჯარო სკოლა. ახლადჩამოყალიბებული კლუბების წევრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტების წერისა და მართვის ტრენინგებში, რომელიც ორგანიზაციის მიერ იქნება ორგანიზებული და მიზნად ისახავს კლუბების წევრთა უნარ-ჩვევების განვითარებას ამ კუთხით. პროექტის მოთხოვნაა კლუბები ჩამოყალიბებასთან ერთად არჩეულ იქნას საკვლევი მამართულება გარემოს დაცვის კუთხით, რომლიდან გამომდინარეც დაიწერება შემდგომ პროექტები.

როგორც ქ-ნმა ნინომ აღნიშნა, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება სკოლებს შეუზღუდავი რაოდენობით ექნებათ. საგრანტო კონკურსის თანხა $500-დან $2500-მდე მერყეობს.

შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. ქ-ნმა ნინომ გამოთქვა სურვილი აქტიური სკოლების დათვალიერებისა და შეხვედრის დასრულების შემდგომ დაათვალიერა #1 საჯარო სკოლა დირექტორის მოადგილის ბ-ნ კახა კოტაშვილის მიწვევით. სტუმარმა მოინახულა სკოლის რადიო, თვითმმართველობის სამუშაო ოთახი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტი, ძალიან კმაყოფილი დარჩა ნანახით და გამოთქვა ჩვენს სკოლასთან თანამშრომლობის სურვილი.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორივე მხარისთვის სასარგებლო და საინტერესო.

ცესკომ მუშაობა დაასრულა

 

მოსწავლეთა თვითმმართველობაში დელეგატებისა და პრეზიდენტების არჩევნების დასრულების შემდეგ, შედეგების გასაჩივრებისთვის განკუთვნილი პერიოდის ამოწურვის შესაბამისად თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა დაასრულა. ცესკო არჩევნების წარმატებად ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას, პედკოლექტივსა და განსაკუთრებით მოსწავლეებს, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსირეს თავისი პოზიცია.

ცესკოს თავმჯდომარე

კახა კოტაშვილი

24/10/2012

ახლადარჩეული თვითმმართველობის პირველი სხდომა პრეზიდენტების არჩევით დასრულდა

ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ქ. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საარჩევნო დებულებისა და თვითმმართველობის წესდების შესაბამისად, დღეს, 22 ოქტომბერს ახლადარჩეული თვითმართველობის პირველი სხდომა გაიმართა რომლის დღის წესრიგი რამოდენიმე საკითხს მოიცავდა:

  1. 10ბ და 11ა კლასებში არჩეული დელეგატების უფლებამოსილების ცნობის შესახებ;
  2. საბაზო და საშუალო საფეხურების პრეზიდენტების არჩევა;
  3. თვითმმართველობის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხის განხილვა.

სხდომას ესწრებოდა 21 დელეგატი (23-დან), შესაბამისად კვორუმი შედგა. კრებას უძღვებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე და მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2012 -ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა კოტაშვილი, რომელმაც მიულოცა დელეგატებს არჩევნებში გამარჯვება და წარმატება უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში. მან გააცნო სიტუაცია დელეგატებს არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ და პირველ საკითხთან დაკავშირებული სიტუაცია მიმოიხილა. შეგახსენებთ, რომ 10ბ და 11ა კლასში არჩევნებმა 2 გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოავლინა: 10ბ კლასში ორმა კანდიდატმა ნათა ლატარიამ და თამარ ხუციშვილმა ერთნაირი 3-3 ხმა მიიღეს, ხოლო 11ა კლასში სამივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა 7-7 მიიღეს. შესაბამისად დებულების მიხედვით მათი ბედი თვითმმართველობის პირველ სხდომაზე დელეგატებს უნდა გადაეწყვიტათ, თუმცა, ვინაიდან 10ა კლასში მხოლოდ ერთი დელეგატია არჩეული ცესკოს თავმჯდომარემ შესთავაზა დელეგატებს ამ კანდიდატებისთვის მიეცათ საშუალება ყველა დარჩენილიყო თვითმმართველობის წევრად და გაეგრძელებინა მუშაობა. საკითხი ერთხმად გადაწყდა დადებითად, რის შედეგადაც დელეგატების რაოდენობა გაიზარდა 23-მდე.

მეორე საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ დღეების განმავლობაში. თვითმმართველობას უნდა აერჩია საბაზო და საშუალო საფეხურების პრეზიდენტები. საბაზო განათლების შესახებ კანონის შესაბამისად თითოეულ საფეხურს საკუთარი პრეზიდენტი ყავს, რომელსაც შესაბამისი საფეხურის დელეგატები ირჩევენ. კენჭისყრა ჩატარდა ფარულად და საბაზო საფეხური პრეზიდენტად არჩეულ იქნა 9ბ კლასის წარმომადგენელი დელეგატი ერეკლე ჩერქეზიშვილი, ხოლო საშუალო საფეხურის პრეზიდენტად 11ა კლასის წარმომადგენელი გიორგი(გიგი) იაკობიშვილი.

არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახლადარჩეულ პრეზიდენტებს დაევალათ წლიური სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა და თვითმმართველობის შემდეგ კრებაზე მისი წარმოდგენა.

ახლადარჩეული თვითმმართველობის მომდევნო შეკრება მომავალ ორშაბათს გაიმართება

12ა კლასში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა

საარჩევნო დებულების შესაბამისად, დღეს 22 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა 12ა კლასში, რომელშიც 19 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღეს კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა არ შედგა. შეგაზსენებთ, რომ 19 ოქტომბერს აღნიშნულ კლასში 19-დან მხოლოდ 5 ამომრჩეველი გამოცხადდა.

დღეს გამოცხადდა დამატებით რეგისტრაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამმა კანდიდატმა. შედეგად კენჭისყრაში,  მონაწილეობდა ოთხი კანდიდატი, რომელთაგან სოსო ჩუთლაშვილმა მიიღო 6 ხმა, მეორე ადგილზე გასულმა თამარ ბიკაშვილმა- 4.

შესაბამისად ცესკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე 12ა კლასის წარმომადგენილი თვითმმართველობაში  2 დელეგატია – სოსო ჩუთლაშვილი და თამარ ბიკაშვილი.

This slideshow requires JavaScript.

საარჩევნო დღე დასრულდა

გთავაზობთ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც ასახულია არჩევნების შედეგები.

დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის
შემაჯამებელი ოქმი
არჩევნების დასახელება დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2012
კენჭისყრის თარიღი 19-10-12
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 272
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობის მიხედვით) 212
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა პროცენტული რაოდენობა  77,9
საუბნო საარჩევნო კომისიებზე გაცემულ  საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა 278
გამოუყენებელ ბიულეტენთა რაოდენობა 62
გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა 1
ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობა 11
ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა 204
საარჩევნო სუბიექტები მათთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა
1 ქეთევან ლაპიაშვილი 11
2 ნინო გიგაური 4
3 ნინო გურაშვილი 1
4 მარი უთრუთაშვილი 8
5 ნინო მახარაშვილი 1
6 მარიამ ლაპიაშვილი 10
7 მარიამ ფიროსმანაშვილი 3
8 ლევან პოპიაშვილი 7
9 ნიკა გომელაური 5
10 გიორგი ხოხონიშვილი 16
11 ლაშა პაპუაშვილი 11
12 დავით მინასოვი 11
13 ანა სადაღაშვილი 4
14 ანა არაბული 8
15 ლელა გურაშვილი 2
16 ერეკლე ჩერქეზიშვილი 14
17 სოსო ზურაშვილი 7
18 ილია ვარდიშვილი 12
19 ნინო სეფიაშვილი 2
20 ქეთევან ჩაფიაშვილი 2
21 თამარ ხუციშვილი 3
22 დავით ჯინაშვილი 7
23 ნათია ლატარია 3
24 ლევან ჩუთლაშვილი 7
25 გიორგი იაკობიშვილი 7
26 ზურაბ ნატროშვილი 7
27 მარი გოგოშვილი 7
28 აკაკი გონაშვილი 4
29 სოსო ჩუთლაშვილი 5
30 დავით ბეჟაშვილი 7
31 შოთა მჭედლიშვილი 5
გამარჯვებული კანდიდატები:
7ა ქეთევან ლაპიაშვილი  11
მარი უთრუთაშვილი  8
7ბ მარიამ ლაპიაშვილი  10
ლევან პოპიაშვილი  7
8 გიორგი ხოხონიშვილი  16
ლაშა პაპუაშვილი  11
9ა დავით მინასოვი  11
ანა არაბული  8
9ბ ერეკლე ჩერქეზიშვილი  14
სოსო ზურაშვილი  7
10ა ილია ვარდიშვილი  12
10ბ დავით ჯინაშვილი  7
თამარ ხუციშვილი  3
ნათია ლატარია  3
11ა ლევან ჩუთლაშვილი  7
გიორგი იაკობიშვილი  7
ზურაბ ნატროშვილი  7
11ბ მარი გოგოშვილი  7
აკაკი გონაშვილი  4
12ა არჩევნები ჩაიშალა  –
12ბ დავით ბეჟაშვილი  7
შოთა მჭედლიშვილი  5
საჩივრების ჩამონათვალი ნომერი წარმდგენის ვინაობა მიღების დრო
1  –
2  –
3  –
4  –
5  –
ოქმის დამტკიცების თარიღი დრო შენიშვნა: 12ა კლასში ამომრჩეველთა საჭირო რაოდენობის (50%+1) გამოუცხადებლობის გამო არჩევნები გამოცხადდა ჩაშლილად. განმეორებითი არჩევნების თარიღად დაინიშნა 22.10.2012წ.
19-10-12 16:19
10ბ და 11ა კლასებში კანდიდატებს შორის დაფიქსირდა ხმათა თანაბარი რაოდენობა, რის გამოც თვითმმართველობის საარჩევნო დებულების შესაბამისად 22.10.2012-ში გასამართ თვითმმართველობის პირველ სხდომაზე დელეგატებს შორის კენჭისყრით გაირკვევა გამარჯვებულ კანდიდატთა ვინაობა

დელეგატობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიენიჭათ

ორშაბათს, 15 ოქტომბერს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭების მიზნით წილისყრა გაიმართა, რომელშიც კანდიდატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საარჩევნო ნომერი მიენიჭა ყველა კანდიდატს და მათ შესაბამისად მიეცათ უფლება აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ კლასებში.

წილისყრის შედეგები ასე გამოიყურება:

VIIა კლასი

  1. მარიამ უთრუთაშვილი #1
  2. ქეთვან ლაპიაშვილი #3
  3. ნინო გურაშვილი #6
  4. ნინო გიგაური #7

VIIბ კლასი

  1. ლევან პოპიაშვილი #1
  2. ნიკოლოზ გომელაური #4
  3. ნინო მახარაშვილი #5
  4. მარიამ ლაპიაშვილი #9
  5. მარიამ ფიროსმანაშვილი #10

VIII კლასი

  1. გიორგი ხოხონიშვილი #6
  2. ლაშა პაპუაშვილი #10

IXა კლასი

  1. ანა სადაღაშვილი #2
  2. ლელა გურაშვილი #3
  3. ანა არაბული #8
  4. დავით მინასოვი #10

IXბ კლასი

  1. ერეკლე ჩერქეზიშვილი #8
  2. სოსო ზურაშვილი #10

Xა კლასი

  1. ილია ვარდიშვილი #9

Xბ კლასი

  1. ნათია ლატარია #1
  2. ქეთი ჩაფიაშვილი #2
  3. დავით ჯინაშვილი #6
  4. ნინო სეფიაშვილი #7
  5. თამარ ხუციშვილი#8

XIა კლასი

  1. ზურაბ ნატროშვილი #1
  2. გიორგი იაკობიშვილი #8
  3. ლევან ჩუთლაშვილი #9

XIბ კლასი

  1. მარიამ გოგოშვილი #1
  2. აკაკი გონაშვილი #10

XIIა კლასი

  1. სოსო ჩუთლაშვილი #2

XIIბ კლასი

  1. შოთა მჭედლიშვილი #1
  2. დავით ბეჟაშვილი #6

საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით ცესკო-ში წილისყრა გაიმართა

15 ოქტომბერს ცესკო-ში საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებისთვის წილისყრა გაიმართა, რომელშიც 31 კანდიდატის წარმომადგენელი მონაწილეობდა. წილისყრის შედეგად ჩამოყალიბდა #1 და #2 საუბნო საარჩევნო კომისიები:

#1 საუბნო საარჩევნო კომისია:

  1. დავით ბახუტაშვილი
  2. ნატალია ბაგალიშვილი
  3. თეა გონაშვილი
  4. მერაბ რობიტაშვილი
  5. თამარ ბაკაშვილი

#2 საუბნო საარჩევნო კომისია:

  1. მაკა ჯორკოშვილი
  2. ნიკოლოზ შანშაშვილი
  3. იოანე ლომსაძე
  4. ლევან ნატროშვილი
  5. თინათინ არაბული