ახლადარჩეული თვითმმართველობის პირველი სხდომა პრეზიდენტების არჩევით დასრულდა

ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ქ. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საარჩევნო დებულებისა და თვითმმართველობის წესდების შესაბამისად, დღეს, 22 ოქტომბერს ახლადარჩეული თვითმართველობის პირველი სხდომა გაიმართა რომლის დღის წესრიგი რამოდენიმე საკითხს მოიცავდა:

  1. 10ბ და 11ა კლასებში არჩეული დელეგატების უფლებამოსილების ცნობის შესახებ;
  2. საბაზო და საშუალო საფეხურების პრეზიდენტების არჩევა;
  3. თვითმმართველობის წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხის განხილვა.

სხდომას ესწრებოდა 21 დელეგატი (23-დან), შესაბამისად კვორუმი შედგა. კრებას უძღვებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე და მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2012 -ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა კოტაშვილი, რომელმაც მიულოცა დელეგატებს არჩევნებში გამარჯვება და წარმატება უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში. მან გააცნო სიტუაცია დელეგატებს არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ და პირველ საკითხთან დაკავშირებული სიტუაცია მიმოიხილა. შეგახსენებთ, რომ 10ბ და 11ა კლასში არჩევნებმა 2 გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოავლინა: 10ბ კლასში ორმა კანდიდატმა ნათა ლატარიამ და თამარ ხუციშვილმა ერთნაირი 3-3 ხმა მიიღეს, ხოლო 11ა კლასში სამივე კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა 7-7 მიიღეს. შესაბამისად დებულების მიხედვით მათი ბედი თვითმმართველობის პირველ სხდომაზე დელეგატებს უნდა გადაეწყვიტათ, თუმცა, ვინაიდან 10ა კლასში მხოლოდ ერთი დელეგატია არჩეული ცესკოს თავმჯდომარემ შესთავაზა დელეგატებს ამ კანდიდატებისთვის მიეცათ საშუალება ყველა დარჩენილიყო თვითმმართველობის წევრად და გაეგრძელებინა მუშაობა. საკითხი ერთხმად გადაწყდა დადებითად, რის შედეგადაც დელეგატების რაოდენობა გაიზარდა 23-მდე.

მეორე საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ამ დღეების განმავლობაში. თვითმმართველობას უნდა აერჩია საბაზო და საშუალო საფეხურების პრეზიდენტები. საბაზო განათლების შესახებ კანონის შესაბამისად თითოეულ საფეხურს საკუთარი პრეზიდენტი ყავს, რომელსაც შესაბამისი საფეხურის დელეგატები ირჩევენ. კენჭისყრა ჩატარდა ფარულად და საბაზო საფეხური პრეზიდენტად არჩეულ იქნა 9ბ კლასის წარმომადგენელი დელეგატი ერეკლე ჩერქეზიშვილი, ხოლო საშუალო საფეხურის პრეზიდენტად 11ა კლასის წარმომადგენელი გიორგი(გიგი) იაკობიშვილი.

არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახლადარჩეულ პრეზიდენტებს დაევალათ წლიური სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა და თვითმმართველობის შემდეგ კრებაზე მისი წარმოდგენა.

ახლადარჩეული თვითმმართველობის მომდევნო შეკრება მომავალ ორშაბათს გაიმართება

Advertisements

One comment on “ახლადარჩეული თვითმმართველობის პირველი სხდომა პრეზიდენტების არჩევით დასრულდა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s