“მე მიყვარს ჩემი საქართველო”

I ეტაპზე

გათვალისწინებულია 3 დღიანი მულტიკულტურული ბანაკის ორგანიზება ბაკურიანში (11.12.13/11), სადაც პროექტის ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ ცოდნა, დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო ერთობლივი პროექტები.
I დღე
დედოფლისწყაროს №1_ლი საჯარო სკოლის წარმომადგენლების პრეზენტაცია

პროექტების შესახებ;

თვითმმართველობის საქმიანობის და განხორციელებული ტრეინინგი არჩევნებსა და დემოკრატიაზე თვითმმართველობის არჩევნების მაგალითზე;

ბანაკის პრეზიდენტისა და ვიცე–პრეზიდენტის არჩევნები.

ბანაკის პროგრამაში შედის:

II დღე

ტრენინგები , რომელსაც ჩაატარებენ  პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია იგპ   „ასოციაცია თანხმობა“–ს ტრენერები:

1) ტოლერანტობა;

2) გუნდური მუშაობა;

3) გასეირნება ბაკურიანში;

4) მულტიკულტურული საღამო.

III დღე

სტრატეგიული დაგეგმარება პარტნიორი სკოლების ადმსტრაციის

წარმომადგენლებისა და ლიდერი მოსწავლეების მონაწილეობით:
სამომავლო საქმიანობის გეგმის შემუშავება.

II ეტაპზე
სასკოლო კონკურსი თემზე – „მე მიყვარს საქართველო“

ესეები;
ნახატები;
პრეზენტაციები;
ფოტოები.
გამარჯვებულებს კლასების მიხედვით გამოავლენენ პარტნიორი სკოლის ადმინისტრაციები, ხოლო შემდეგ ეტაპზე შეფასებაში მონაწილეობას მიიღებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის და რესურს–ცენტრის წარმომადგენლებიც. გარდა ფოტო კონკურსისა, რომელიც facebook–ის გვერდზე მიღებული ხმებით გამოვლინდება.

III ეტაპზე
პროექტის ფარგლებში იგეგმება სემინარი პატრიოტული აღზრდის თემაზე ბენეფიციარი სკოლების პედაგოგებისთვის, ორგანიზებული პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაცია – „განათლების პროფესიული სინდიკატის“ მიერ. აღნიშნული სემინარი დაეხმარება პედაგოგებს როგორც ქართული ეროვნული ფასეულობებისა და კულტურის უკეთ გაცნობაში და პროფესიულ ზრდაში, ისე ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გაცნობიერებაში.

IV ეტაპზე
ბანაკის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელების მიზნით იგეგმება აზერბაიჯანელი ბენეფიციარების (იორმუღანლოს და სავანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები) ვიზიტი დედპროექტის აღწერა

პროექტი ხორციელდება საქართველოს ორი რეგიონის – კახეთისა და ქვემო ქართლის სამი სკოლის მონაწილეობით (დედოფლისწყაროს №1, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს და ბოლნისის რაიონის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლები).
პროექტით გათვალისწინებულ ბანაკში, ტრეინინგებში, კონკურსებში და სემინარებში მონაწილეობას მიიღებს ბენეფიციარი სკოლების 2200–მდე მოსწავლე და 30 მასწავლებელი.

დედოფლისწყაროში, სადაც დაჯილდოვდებიან კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები ნომინაციების მიხედვით და ჩატარდება ინტელექტუალური კონკურსი (ვინ? სად? როდის?), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ბენეფიციარებიც.

p.s.

ყველა ეტაპი წარმატებით დამთავრდა. სამივე სკოლის ბავშვები დამეგობრდნენ და იმედია ესეც გააგრძელებენ.

2 comments on ““მე მიყვარს ჩემი საქართველო”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s