საარჩევნო დებულება

საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის

ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის

მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს არჩევნების

საარჩევნო დებულება

2012 წ.

თავი I – ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. დებულების მიზანი

ეს დებულება ადგენს ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოს არჩევნების   მომზადებისა და ჩატარების  წესს,  არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებებს,  საარჩევნო  ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში  დავის  განხილვის  წესს.

მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები

ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგელობითი   ორგანოს არჩევნების  სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონი  უმაღლესი განათლების შესახებ, სკოლის სამოურვეო საბჭოსა და დირექტორის განკარგულებები, მოცემული დებულება და ამ დებულების ფარგლებში შექმნილი საარჩევნო ადმინისტრაციის აქტები.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები – ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა  თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოს წევრების არჩევის პროცესი;

ბ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

გ) აქტიური საარჩევნო უფლება – მოსწავლის უფლება მიიღოს მონაწილეობა  saskolo თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოს არჩევნებში;

დ) პასიური საარჩევნო უფლება – მოსწავლის უფლება, კენჭი იყაროს  სასკოლო თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოSi ასარჩევად;

ე) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამოუკიდებელ კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში   მონაწილეობის  უფლების  მისაღებად;

ვ) საარჩევნო სუბიექტი – ამ დებულების საფუძველზე რეგისტრირებული კანდიდატი;

ზ) საარჩევნო ადმინისტრაცია – ამ დებულების საფუძველზე შექმნილი  ცენტრალური და  საუბნო  საარჩევნო კომისიები;

თ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო  სუბიექტობის  კანდიდატისა  და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით  ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ი) წინასაარჩევნო აგიტაცია – მოსწავლეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;

კ) მაჟორიტარი კანდიდატი – სკოლის მოსწავლე, რომელიც კენჭს იყრის    თვითმმართველობის წარმომადგელობით  ორგანოში, დამოუკიდებლად;

ლ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება   იმ საარჩევნო უბანში, რომელშიც  ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი;

მ) არჩევნების დასასრული – ცესკოს მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო   შედეგების (განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება;

ნ) არჩევნების დღე (კენჭისყრის დღე) – საერთო ან ხელახალი არჩევნების  ჩატარების დღე;

ო) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში  შესული და საარჩევნო     კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები,  საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, საარჩევნო  ადმინისტრაციის აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები,   ამომრჩეველთა სიები და სხვა დოკუმენტაცია;

პ) სარეგისტრაცო ჟურნალი – ზონარგაყრილი წიგნი, რომლის ზონარიც ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის  მდივანი და თავმჯდომარე.  მისი ყველა გვერდი დანომრილია და ახლავს საარჩევნო ოლქის ნომერი;

ჟ) საბუთების შეფუთვა – საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის (ყუთის) დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან (ყუთიდან) რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება;

რ) ლუქი – ქაღალდის ზოლი,  დაწებებული საარჩევნო  მოწყობილობის,  საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების   შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის  დღის გახსნის ადგილებზე, რომელზეც აღინიშნება დალუქვის თარიღი და დრო და რომელსაც ხელს აწერენ ამ დებულებით განსაზღვრული პირები;

ს) საარჩევნო უბანი – კლასების მიხედვით დროებით შექმნილი ერთეული  მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სადაც სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში კენჭს იყრის საარჩევნო სუბიექტი;

ტ) დელეგატობის კანდიდატი _ სკოლის მოსწავლე, რომელიც მოაგროვებს კლასის მოსწავლეთა მინიმუმ 10%-ის ხელმოწერას;

უ) Ⴀმომრჩეველი – მოსწავლე, რომლის მონაცემებიც შეტანილია ამომრჩეველთა სიაში.

მუხლი 4. ამ დებულებით დადგენილი ვადების ათვლა

1. ამ დებულებით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის  კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2. გამოთქმაში „არჩევნებიდან ნ დღის ვადაში”  ტერმინი  „არჩევნებიდან” გულისხმობს დღეთა ათვლას არჩევნების დასასრულიდან.

3. გამოთქმები „მოცემული დღიდან ნ დღეში”, „მოცემული დღიდან ნ დღის ვადაში”,  „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს ნ დღისა” გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.

4. გამოთქმები „მოცემულ დღემდე ნ დღით ადრე”, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს ნ დღისა”, გულისხმობს დღეთა ათვლას უკან, მითითებული დღის წინა დღიდან.

თავი II – ამომრჩეველთა რეგისტრაცია

მუხლი 5. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის ამ დებულებით დადგენილი წესით  რეგისტრირებულ,  აქტიური საარჩევნო უფლების მქონე  მოსწავლეთა სია,  რომელიც წარმოდგენილია კლასების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან  სიაში შეტანილ უნდა იქნეს მოსწავლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) გვარი, სახელი;

ბ) კლასი;

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოსწავლის მონაცემები შეტანილ უნდა  იქნეს მისი კლასის მიხედვით.

4. ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომში ცესკო) უზრუნველყოფს    ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერულ დამუშავებას;

5. ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგენილ უნდა იქნეს სკოლის დირექციის მიერ   მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

6. (საუბნო) საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილი  ამომრჩეველთა ერთიანი დაზუსტებული სიის ორი (საარჩევნო კომისიისთვის და საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი) ეგზემპლარი. ამომრჩეველთა სიის   საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი  ვერსია საუბნო საარჩევნო კომისიის   შექმნისთანავე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.

7. ცესკო და შესაბამისი  საუბნო საარჩევნო კომისიები   უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას. არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე ცესკო ვალდებულია გამოაკრას ამომრჩეველთა სიები თვალსაჩინო ადგილზე;

8. თუ მოსწავლის მონაცემები  არ  იქნება ან არასწორად იქნება დაფიქსირებული ამომჩეველთა წინასწარ სიაში, მას უფლება აქვს მიმართოს ცესკოს სიაში   შეყვანის ან ამომრჩეველთა სიაში დაშვებული შეცდომის  გასწორების მოთხოვნით.

9. სიებში ცვლილებების შეტანა უნდა შეწყდეს არჩევნებამდე 1 კვირით ადრე.

თავი III – არჩევნების ძირითადი პრინციპები და საარჩევნო სისტემა

მუხლი 6. საარჩევნო უბნები

არჩევნების ორგანიზებისათვის II (მეორე) და III (მესამე) სართულებზე ზოგადი განთლების საბაზო და საშუალო საფეხურების შესაბამისად იქმნება საარჩევნო  უბნები.

მუხლი 7. ხმის მიცემის სისტემა

თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს კლასის დელეგატობის ერთ კანდიდატს თავის საარჩევნო უბანში.

მუხლი 8. საარჩევნი სისტემა

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების   საფუძველზე   ფარული კენჭისყრით.

მუხლი 9. მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრთა რაოდენობა:

1. მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი  ორგანოს  წევრთა რაოდენობა საბაზო საფეხურზე უნდა შეადგენდეს 10 მოსწავლეს, ხოლო საშუალო საფეხურზე 12 მოსწავლეს (თითო კლასიდან ორ მოსწავლეს).

თავი IV – საარჩევნო ადმინისტრაცია

მუხლი 10. საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი და სისტემა

1. საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს ორგანოს, რომელიც ამ დებულებით  განსაზღვრულ ფარგლებში უზრუნველყოფს სასკოლო თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების ჩატარებას.

2. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს   ამ დებულების შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.

3. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში     დამოუკიდებელია. არჩევნების დასრულებიდან 10 დღის ვადაში ცესკო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს ანგარიშს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

მუხლი 11. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა:

a) ცსკო შედგება დირექციის, სამეურვეო საბჭოს და პედაგოგიური კოლექტივის თითო წარმომადგენლისგან, მოსწავლეთა თვითმმართველობის 2 წარმომადგენლისა და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისგან.

b) საუბნო საარჩევნო კომისია შედგება მხოლოდ მოსწავლეებისგან.

მუხლი 12. საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია კომისიის წევრად დანიშვნის დღიდან მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.

2. ცენტრალური და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებულნი არიან  ხელი მოაწერონ კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე მიუთითოს ხელმოწერის გასწვრივ და განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს წერილობით.

3. საარჩევნო კომისიის წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს და ამ დებულებას. აკრძალულია საარჩევნო კომისიის  წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

მუხლი 13. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა

1. ცესკოს უფლებამოსილების ვადა იწყება საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღიდან და წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე.

2. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება კომისიაში მისი შემცვლელი წევრის არჩევისთანავე.

3. ცესკოს პირველი შეკრება იმართება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 20 დღისა.

მუხლი 14. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. ცესკოსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე  შეწყვეტის საკითხს წყვეტს ცესკო. ცესკოსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს  უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის წარმდგენი სუბიექტის მიერ არჩევნებში   მონაწილეობაზე უარის თქმით;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის წარმდგენი სუბიექტის მიერ მისი გამოწვევისას;

დ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში  საარჩევნო კომისიის  წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან არასაპატიო მიზეზით საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 2-ჯერ გაცდენის შემთხვევაში.

2. ცესკოსა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, მდივნები   თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდებიან შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით:

ა) ცესკოსა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და მდივნის პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან არასაპატიო მიზეზით საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 2-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

3. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის (გადაყენების) ან ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უნდა ეცნობოს სკოლის სამოეურვეო საბჭოს;

4. ცესკოს თავმჯდომარის ან მდივნის  გადადგომის (გადაყენების) თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს;

5. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მდივნის გადადგომის ან გადაყენების თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას;

6. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე  განცხადება   წარედგინება ცესკოს;

7. აკრძალულია ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე  საარჩევნო კომისიის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის დაყენება 7 დღის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ.

8. თუ გადადგომის თაობაზე განცხადება 2 დღის ვადაში არ დაკმაყოფილდა,   საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, ხოლო საარჩევნო კომისიის წევრს კი უფლებამოსილება შეუწყდება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრამდე 5 დღით ადრე.

მუხლი 15. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით და ცესკოს რეგლამენტით.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  მის  მოვალეობას  ასრულებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საარჩევნო კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია.  აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის  მოთხოვნით მოიწვევა რიგგარეშე სხდომა.

4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

5. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6. სხდომაზე საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

7. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

8. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

9. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის  ოქმს.  ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და  დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არ აქვს უფლება თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

10. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს დღის 10:00-დან 15:00 სთ-მდე.

11. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის (მომჩივნისთვის) გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

12. კომისიის მიერ გაცემული საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.

13. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი), თუ   დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.

მუხლი 16. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა არჩევა

1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი აირჩევიან წევრობის უფლებამოსილების ვადით კომისიის პირველსავე სხდომაზე შესაბამისი  საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობით სახელობითი კენჭისყრით.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის თანამდებობებზე კანდიდატებად განიხილებიან კომისიის შემდეგი წევრები:

ა) ცენტრალური ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად – კომისიის არანაკლებ 2 წევრის მიერ წამოყენებული კანდიდატურა;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატად – კომისიის თავმჯდომარის  მიერ წამოყენებული კანდიდატურა;

გ) კომისიის მდივნობის კანდიდატად – კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის  არანაკლებ 2 წევრის მიერ წამოყენებული კანდიდატურა.

3. ერთი და იმავე კანდიდატის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,    თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, აღნიშნული თანამდებობის  პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში – წილისყრით განსაზღვრული პირი.

5. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შუძლიათ ამ დებულებით განსაზღვრული ისეთი მოვალეობის შესრულება, რომელიც მათ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან ამ მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის  მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის   შემსრულებლის   უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თამჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი  უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

მუხლი 17. საარჩევნო ადმინისტრაციის აქტები

1. საარჩევნო ადმინისტრაციის აქტებია:

ა) ცესკოს განკარგულება;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება;

გ) ცესკოს მდივნის განკარგულება;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება.

2. საარჩევნო კომისიის, თავმჯდომარისა და მდივნის განკარგულება არის  ინდივიდუალური აქტი, რომელიც მიიღება და გამოიცემა ამ დებულებით და ცესკოს რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. კომისიის განკარგულება  მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა უმრავლესობა,   მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის აქტების შესრულება სავალდებულოა.

მუხლი 18. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა

ცესკო შედგება 7 წევრისაგან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია არანაკლებ 4 და  არა უმეტეს 6 წევრისაგან.

 

მუხლი 19. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა

1. ამ დებულების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში სამეურვეო საბჭო, დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ნიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები მათი არჩევის დღიდან ავტომატურად ხდებიან კომისიის წევრები;

2. ცესკოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობს ან ასწავლის სკოლაში, ან არის მოსწავლის მშობელი;

მუხლი 20. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს დებულების  შესრულებას და  უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

ბ) იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;

გ) თუ შეუძლებელი გახდა ამ დებულებით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება და ვადების დაცვა, უფლებამოსილია განკარგულებით განსაზღვროს საარჩევნო ღონისძიებები და მათი ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში,   სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს მოთხოვნას ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნის თაობაზე;

დ) თუ საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს დებულებით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული    შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, შეუწყვიტოს ამ კომისიას   უფლებამოსილება და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

ე) უზრუნველყოფს საარჩევნო საბუთების, საარჩევნო ყუთების  და საარჩევნო კომისიების ბეჭდების დამზადებასა და საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

ვ) ამ დებულებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს  საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

ზ) ამტკიცებს განმეორებითი კენჭისყრის დღეს;

თ) განცხადების (საჩივრის) საფუძველზე ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და   დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით აუქმებს ან ცვლის  მათ. საჩივრის შემოსვლის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი  საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნის, საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლისა, ასევე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შესახებ;

ი) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი  ოქმების საფუძველზე ადგენს სასკოლო თვითმმართველობის  წარმომადგელობითი ორგანოს არჩევნების შედეგებს და განკარგულებით   სრული შემადგენლობის არანაკლებ უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს ცესკო შემაჯამებელ ოქმს;

კ) ანიჭებს დამკვირვებლის სტატუსს;

ლ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

მ) განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს  და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ნ) ადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას, ახდენს მის კომპიუტერულ დამუშავებას;

ო) ატარებს წილისყრას კანდიდატებისათვის ნომრის მისანიჭებლად;

პ) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. ცესკო წარუდგენს სკოლის სამოურვეო საბჭოს ჩასატარებელი არჩევნების ბიუჯეტს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე. სამოურვეო საბჭო  სამი დღის  ვადაში ამტკიცებს ბიუჯეტს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს ცესკოს უკან.

მუხლი 21. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. ცესკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;

ბ) უძღვება ცესკოს სხდომებს;

გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის   მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და  კომისიის აპარატის თანამშრომლებს;

ე) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის  მოვალეობას,  თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება.

4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ახარისხებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე   შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის  წარმომადგენლებს  და გადასცემს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ ცესკოში და საუბნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და  გადასცემს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ე) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

მუხლი 22. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი

1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ცესკოს აპარატი.

2. აპარატის  სტრუქტურა,  საქმიანობის  წესი და  უფლებამოსილებანი  განისაზღვრება  ცესკოს რეგლამენტით.

მუხლი 23. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. მოსწავლეთა თვითმმართველობის საუბნო კომისიაში წევრთა  რაოდენობა უნდა იყოს  არანაკლებ 4 და არა უმეტეს 6 წევრისა. საუბნო საარჩევნო კომისიის   შემადგენლობას აკომპლექტებენ დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც ამ დებულებით დადგენილი წესით რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში. ცესკო უფლებამოსილია საუბნო საარჩევნო კომისიაში დამატებით გაამწესოს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც სარგებლობს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებებით.

2 იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ კანდიდატთა  რაოდენობა აღემატება მათთვის საუბნო საარჩევნო   კომისიაში განკუთვნილ ლიმიტს,  დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ წარდგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის პრეტენდენტები შეირჩევიან წილისყრით, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფს ცესკო. თუ ცესკოში რეგისტრირებული დამოუკიდებელი კანდიდატების რაოდენობა ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიაში  მათთვის განკუთვნილ ლიმიტზე,  მაშინ თითოეულ მათგანს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი კომისიის წევრი საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო დარჩენილი ვაკანტური ადგილების დასაკომპლექტებლად უნდა გაიმართოს წილისყრა ცესკოში  რეგისტრირებულ კანდიდატთა შორის.

3. არჩევნებამდე 10 დღით ადრე დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრაციას გაივლიან  ცესკოში, ცესკოს გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატად მათ მიერ  არჩეული პირების მონაცემებს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ №1 საჯარო სკოლის მოსწავლე;

5. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შემდეგი მონაცემები:

ა) სახელი, გვარი;

ბ) შევსებული აპლიკაცია.

6. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის   დასრულებიდან 2 დღის ვადაში ცესკო  ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას.

7. Ⴑაუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისთანავე ცესკო უზრუნველყოფს მათ ინფორმირებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება:

1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება ამ დებულების განსახორციელებლად, ცესკოს და საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნული და არჩეული კომისიის წევრებისგან.

2. საუბნო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე  უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, ამ  დებულების შესრულებას,  კენჭისყრის პროცედურის დაცვას, მოსწავლეთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;

ბ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში და სრული შემადგენლობის   არანაკლებ უბრალო უმრავლესობით, განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის  შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ უბრალო უმრავლესობით  ზემდგომი საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;

დ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში ამ დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის  გამოკვრაზე, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;

ე) განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ  განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო  გადაწყვეტილებას;

ვ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს;

ზ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის ოთახის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდგომ შენობის   გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

თ) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება  მეორე დღესვე გამოიკვრება საარჩევნო უბანში.

მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის უფლებამოსილება;

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;

ე) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა   წილისყრით განაწილებას;

ვ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის ოთახსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვაზე;

ზ) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საარჩევნო კომისიას  გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

თ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;

ი) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საუბნო   საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ამზადებს კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

ბ) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების  შემაჯამებელ ოქმებს;

გ) იღებს  და ახარისხებს  საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო  საბუთებსა  და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

დ) ახორციელებს ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

თავი V – სუბიექტთა რეგისტრაცია

მუხლი 26. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაცია

მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგელობითი არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს №1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით გაივლის რეგისტრაციას ცესკოში.

მუხლი 27. დელეგატობის კანდიდატების რეგისტრაცია

1. დელეგატობის კანდიდატმა ცესკოში რეგისტრაციის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

ბ) მისი მხარდამჭერი მოსწავლეების სია და ხელმოწერები მინიმუმ კლასის მოსწავლეთა 10%.

მუხლი 29. მხარდამჭერთა სიები

1. კანდიდატის მხარდამჭერ   მოსწავლეთა სია უნდა შეიცავდეს: მოსწავლის სახელს, გვარს, კლასს და ხელმოწერას.

2. ცესკო ვალდებულია განცხადების  მიღების  დღიდან 3 დღის ვადაში მოახდინოს   კანდიდატთა რეგისტრაცია. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაატარა რეგისტრაციაში კანდიდატი და ამასთან დასაბუთებული უარი არ წარუდგინა კანდიდატს, კანდიდატი ითვლება რეგისტრაციაში გატარებულად.

3. კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო   კომისია ვალდებულია კანდიდატს მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს მის მიერ   წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

4. კანდიდატების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 10 დღით ადრე და წყდება   არჩევნებამდე 7 დღით ადრე.

5. კანდიდატების მიერ  წარდგენილ მხარდამჭერთა სიას  ამოწმებს ცესკოდა თავის დასკვნას წარუდგენს ცესკოს განცხადების მიღების დღესვე.

6. არჩევნებამდე 7 დღით ადრე ცესკო წილისყრით ანიჭებს საარჩევნო სუბიექტებს ნომრებს.

თავი VI – არჩევნების დაფინანსება

მუხლი 30. არჩევნების დაფინანსება

1. არჩევნებს აფინასებს სკოლის ადმინისტრაცია ცესკოს მიერ წარდგენილi ბიუჯეტის შესაბამისად.

2. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ,   მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში ცესკოსათვის გამოყოს შესაბამისი თანხა.

3. Ⴀკრძალულია არჩევნების ორგანიზებისათვის ცესკოს მიერ გამოყენებული იქნეს   სხვა თანხები.

თავი VII – კენჭისყრა

მუხლი 31. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. კენჭისყრა იმართება სამოურვეო საბჭოს მიერ გამოცემულ განკარგულებაში აღნიშნულ დღეს. საუბნო საარჩევნო კომისია იხსნება დილის 8 საათზე. კენჭისყრა იწყება დილის 09:00 საათზე და სრულდება საღამოს 15:00 საათზე.

2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ოთახის ჩაკეტვა, კენჭისყრის  შეწყვეტა ან  შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების  საყოველთაობის,   თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი  გამოვლენის   უზრუნველყოფა.  კენჭისყრის ოთახის დროებით ჩაკეტვის ან  კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის ოთახის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების)  გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. კენჭისყრის ოთახის  დროებით ჩაკეტვისა თუ კენჭისყრის შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია დაადასტუროს ან გააუქმოს კომისიის თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. კომისია უფლებამოსილია   კენჭისყრის შეჩერების შემდეგ მიიღოს კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება განკარგულებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის ოთახის დროებითი ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების ან მისი შეწყვეტის მიზეზი და დრო. ოთახის ჩაკეტვის ან   კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით იღება კენჭისყრის ოთახი და განახლდება კენჭისყრა. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია თავისი განკარგულებით შეცვალოს კომისიის თავმჯდომარის ამ პუნქტით გათვალისწინებული განკარგულებები.

3. ამომრჩეველი კენჭისყრის ოთახში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

მუხლი 32. კენჭისყრის ოთახის მოწყობა

1. სკოლის ადმინისტრაცია არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო ოთახებსა და ინვენტარს სარგებლობაში გადასცემს ცესკოს.

2. სკოლის ადმინისტრაციის მიერ კენჭისყრის ჩასატარებლად გამოყოფილი ოთახების  ვარგისიანობაზე სათანადო გადაწყვეტილებას იღებს ცესკო. ცესკოს მოთხოვნით ადმინისტრაცია ვალდებულია, კენჭისყრის ოთახი გამოყოს არჩევნებამდე 7 დღით ადრე;

3. კენჭისყრის ოთახში:

ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. რაოდენობას და ფორმას   განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისია.

ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და საარჩევნო ბიულეტენების დამოწმებისთვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;

დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, კანდიდატთა   სიები და პროგრამები (არსებობის შემთხვევაში), ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, ბიულეტენის ბათილობის შესახებ განცხადების ნიმუში (განცხადების ნიმუში უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობის შესასვლელში) და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

4. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ  მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას კენჭისყრის ოთახში  თვალსაჩინო  ადგილას.

5. პასუხისმგებლობა კენჭისყრის  მომზადების, ამომრჩეველთა ნების  თავისუფალი   გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის ოთახის ამ  დებულების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

მუხლი 33. საარჩევნო ბიულეტენი:

1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ   დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე.

2. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთის დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ბიულეტენების დაბეჭდვის   პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა  და რეგისტრირებულ დამკვირვებლებს.

3. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების  ბეჭდვისა და საარჩევნო   ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე ბიულეტენების დაბეჭდვასა და ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.

4. ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას.

5. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

6. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით ცესკოს მიერ     განსაზღვრული თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანმიმდევრობით  ინომრება და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე  თითოეული სახის  ბიულეტენისათვის, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს   აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს ბიულეტენის სახე, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრები, საარჩევნო უბნის ნომრები და დასახელება.

7. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა ტოლის საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა.

8. ცესკო საარჩევნო ბიულეტენებს კენჭისყრის  დაწყებამდე 1  საათით ადრე გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

9. საარჩევნო ბიულეტენებისა რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ბიულეტენების გადაცემისას ორ ეგზემპლარად დგება აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელება, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ეგზემპლარი რჩება ბიულეტენების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე კი გადაეცემა ბიულეტენებისა მიმღებ კომისიას). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც   გადაეცემა ბიულეტენები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ეგზემპლარი შესაბამისი საუბნო საარჩევნო   კომისიისთვის  გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

10. საარჩევნო ბიულეტენის პირველ გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) არჩევნების დასახელება და არჩევნების ჩატარების თარიღი;

ბ) Ⴑაარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე);

გ) კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი;

დ) Ⴑაარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.

11. საარჩევნო ბიულეტენის მეორე გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის – რეგისტრატორის – ხელმოწერის ადგილი;

12. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო  ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში, სუბიექტის სახელის გასწვრივ მიეთითება _ „არჩევნებიდან მოხსნილია”.

13. საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგენს სკოლის საკუთრებას. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა ან განადგურება.

მუხლი 34. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება საუბნო საარჩევნო კომისიისა  და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების  დამადასტურებელი აქტი. ოქმის ყველა ეგზემპლარს ერთნაირი ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების  გადასწორება. ასეთი  ოქმი ბათილია. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის   გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე   კეთდება წარწერა „შესწორებულია” და საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. ამ ოქმს ხელს აწერს კომისიის დამსწრე ყველა წევრი, ოქმს დაესმება კომისიის ბეჭედი, გატარდება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი  მონაცემები იქნა შესწორებული.

4. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა   მუდმივი მეთვალყურეობით. ოქმების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი  და  ცესკოსთვის  გადაცემული ოქმების რაოდენობა  ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

5. საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

6. ცესკო, საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებს.

მუხლი 35. საარჩევნო უბნის გახსნა

1. საარჩევნო უბნის გახსნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე,   საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის ოთახში ყოფნის  უფლების  მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს (წილისყრაში არ მონაწილეობს კომისიის თავმჯდომარე):

ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრს;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;

დ) ყუთზე ზედამხედველს.

2. წილისყრის ჩატარებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო   კომისიის სპეციალური ბეჭედი და ხსნის მას. ამის შემდეგ ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის სპეციალური ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. კომისიის ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ და ცარიელ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს საარჩევნო ყუთში და ურევს მათ. ცარიელი  და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის  მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან   სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შედეგები შეაქვს დაუყოვნებლივ სადემონსტრაციო ოქმსა და სარეგისტრაციო ჟურნალში.

3. წილისყრის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის   მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებსა და სადემონსტრაციო ოქმში;

5. საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ მასში საკონტროლო ფურცელს აგდებს, საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი   ამომრჩევლის გვარი, სახელი, moswavlis baraTis  ნომერი. საკონტროლო   ფურცლის ერთი ეგზემპლარი ინახება საუბნო საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ყუთების გახსნის  შემდეგ მასში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შედარების მიზნით ინახავს და   პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.

7. ყველა რეგისტრატორს გადაეცემა მისი უბნისათვის განკუთვნილი ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა.შ.

მუხლი 36. საარჩევნო ბიულეტენის გაცემა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე;

2. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი.

3. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა სიის სათანადო   გრაფებში ამომრჩველის მიერ სრულდება ხელმოწერა. ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ადასტურებს რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით.

4. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ადასტურებს   ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 11 და 13 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრის   მონაწილე   ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი, შესაბამისი დროის მინიშნებით, შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში, სადემონსტრაციო და შემაჯამებელ ოქმებში.

მუხლი 37. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით:

ა) თუ მოსწავლე არის ამომერჩეველთა ერთიან სიაში, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო  მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება და რეგისტრატორს ეუბნება სახელსა და გვარს და კლასს;

გ) რეგისტრატორი ამომრჩევლის სიაში ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა სიაში ხელის მოწერით ადასტურებს საარჩევნო  ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო გრაფასა და ამომრჩეველთა სიაში;

დ) ბიულეტენის მიღების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს საარჩევნო ბიულეტენს ამ დებულების შესაბამისად დადგენილი წესით. ბიულეტენის შევსების შემდეგ ამომრჩეველმა ის ისე უნდა  დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

e) Ⴘემდგომ ამომრჩეველი ათავსებს ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და დატოვებს კენჭისყრის ოთახს;

v) Ⴑაარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა იკრძალება;

z) Ⴑაარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას  დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც  დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი ბიულეტენი აქვს;

T) Ⴉენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი.

3. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საუბნო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია”, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

4. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა,  საუბნო   საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.

5. კენჭისყრის ოთახი იკეტება 6 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ   ამომრჩევლებს   შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს რიგში მდგომი  ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიას, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.

მუხლი 38. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის ოთახში წესრიგის დაცვა

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის ოთახში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და  მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის ოთახში წესრიგის   დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა   და ამომრჩევლისათვის.

3. დაუშვებელია კენჭისყრის ოთახში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

4. თუ კენჭისყრის ოთახში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება  ამ  დებულების მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო   დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობის  მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ skolis დაცვის თანამშრომლები ან პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი  წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის   თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის ოთახს.

მუხლი 39. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე   კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამ დებულების 35-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან იმავე მუხლის მე-2  პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს სამ მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).

2. მთვლელები თანმიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო   საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების  შემაჯამებელ შესაბამის ოქმში, სადემონტრაციო ოქმში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ერთიანად.

3. მთვლელები შემდეგი თანმიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:

ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში და სადემონსტრაციო ოქმში. პაკეტზე იწერება გამოუყენებელ ბიულეტენთა რაოდენობა;

ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა  რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის  შედეგების  შემაჯამებელ შესაბამის ოქმში, სადემონსტრაციო ოქმში. პაკეტზე იწერება გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა.

4. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.

5. პაკეტები უნდა დაილუქოს, ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

მუხლი 40. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის  წევრებისა და კენჭისყრის   ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეულია, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო  კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების  პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთი და   ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი  მეტრის დაშორებით   იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირები.  ამ  მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე.

4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო  ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და ადარებენ მას საუბნო საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და  დაუყოვნებლივ  გადაეცემა ზემდგომ საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები საარჩევნო ყუთიდან გადმოყრიან საარჩევნო ბიულეტენებs, და იწყებენ მათ დათვლას.

მუხლი 41. ხმის დათვლა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს და აცხადებს, რომელ კანდიდატს ეკუთვნის იგი. ამის შემდეგ პირველი მთვლელი საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე.

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები.

2. დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან გამოავლენენ სამ მეთვალყურეს,  რომლებიც აკვირდებიან დათვლის მთელ პროცედურას, მათ შეუძლიათ   მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის   დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში.

3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში  მიიჩნევა   ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტებს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) ყუთში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

დ) Ⴑაარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

ზ) ამომრჩეველს ხმა აქვს მიცემული 1-ზე მეტი კანდიდატისთვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება   ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია”, რასაც  ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, სადემონსტრაციო ოქმში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ სარეგისტრაციო ჟურნალში.

5. პირველი მთვლელი აცხადებს (ახდენს ბიულეტენის დემონსტრირებას), თუ რომელი კანდიდატებისთვისაა მიცემული ხმა, ხოლო მეორე მთვლელი ახდენს საარჩევნო    სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა ტაბულაციას, რის საფუძველზეც ითვლება   თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღწერილი წესით. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა კომისიის მდივანს   დაუყოვნებლივ შეაქვს შესაბამის შემაჯამებელ ოქმში და სადემონსტრაციო ოქმში.

6. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს.  შეკვრას  უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.

მუხლი 42. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი

1. ამ დებულების 40-ე-41-ე მუხლებში აღნიშნული პროცედურების დასრულების  შემდეგ კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი     შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს,  რომელსაც გადასცემენ ცესკოს.

2. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (განმეორებითი კენჭისყრის შემთხვევაში – ეს გარემოებაც);

დ) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის ნომერი;

ე) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;

ვ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა  სიებში ხელმოწერების მიხედვით);

ზ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

მ) შესაბამის საარჩევნო ოლქებში არჩეულ პირთა ვინაობა;

ნ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ   ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);

ო) საჩივრების ჩამონათვალი (წარმდგენის ვინაობა, მიღების დრო);

პ) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

ჟ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი” და ხელს აწერს მას);

რ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი და დრო   (აღინიშნება ოქმის გაცემისას);

ს) ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

4. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს,   მას უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

5. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

6. ცესკოსთვის განკუთვნილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (კომისიის   წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საარჩევნო კომისიას.

7. შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ცესკო გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლს, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ცესკოს ბეჭდითა და ცესკოს თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს ცესკო გადასცემს სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც ახარისხებს მათ და ინახავს არქივში.

9. საარჩევნო უბანში ფორმდება შესაბამისი შემაჯამებელი ოქმი.

მუხლი 43. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე

1. განცხადება (საჩივარი) საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის   შესახებ შედგენილი უნდა იქნეს ამ დებულების დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის დილის 9 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და კლასი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში, მისი სახელი, გვარი და კლასი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში, ის მონაცემები, რომელთა დადგენა   შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. განცხადება (საჩივარი) კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს, რომელიც დაარეგისტრირებს მას სარეგისტრაციო ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების (საჩივრის) კომისიაში მიღების თარიღი და დრო.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე (საჩივარზე) და აღმოფხვრას არსებული   დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან უარი განაცხადა განცხადებაზე  (საჩივარზე) რეაგირებაზე, განმცხადებელს  (მომჩივანს),  ასევე  საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, უფლება აქვს ანალოგიური განცხადება (საჩივარი) დაუყოვნებლივ წარუდგინოს ცესკოს.

5. განცხადება (საჩივარი) ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის  შედეგების  გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღის 18 საათამდე და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) გვარი, სახელი და კლასი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) არსებობის შემთხვევაში მოწმის გვარი, სახელი, klasi; ან რეგისტრაციის ადგილი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-5  პუნქტში აღნიშნული განცხადება (საჩივარი) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება სარეგისტრაციო  ჟურნალში  და  საუბნო  საარჩევნო კომისიის მიერ გადაეცემა ცესკოს კენჭისყრის მომდევნო დღის 18 საათამდე. განცხადება (საჩივარი) ამავე ვადაში შეიძლება გადაეცეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უშუალოდ განმცხადებლის მიერ.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და კომისიის  წევრთა ხელმოწერით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი  და  შემოსული  განცხადებები  (საჩივრები)   ილუქება ცალ-ცალკე და იკვრება ერთ პაკეტად.

9. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს  აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.

მუხლი 44. ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების (საჩივრის) განხილვა

1. ამ დებულების 43-ე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადება (საჩივარი) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის მიერ რეგისტრირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და  გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალურ საარჩევნო  კომისიაში  განცხადების (საჩივრის) რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა.

2. ამ დებულების 43-ე მუხლის 1-ლი-მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით წარდგენილი განცხადება (საჩივარი) არ განიხილება.

მუხლი 45. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება-დადგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, ამ   დებულების დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა აჯამებს არჩევნების შედეგებს, ადგენს მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნების  შედეგებს უბნების მიხედვით და ამტკიცებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

2. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საარჩევნო დავების დასრულებამდე და მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა სრული რაოდენობის მინიმუმ 50%. წინააღმდეგ შემთხვევაში ცესკო   უზრუნველყოფს ხელახალი არჩევნების ჩატარებას არჩევნების ჩაშლილად   გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში,  პარასკევ დღეს.

4. კლასში დელეგატობის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებზე გამოცხადდა კლასის მოსწავლეთა მინიმუმ 50%.

5. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო უბნის დასახელება;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა);

დ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უბანზე

ე) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უბანზე

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ლ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის  მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);

მ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელიც კომისიამ ბათილად ცნო, ამომრჩეველთა  საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ნ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც  კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

ო) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;

პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ   ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი” და ხელს აწერს მას);

ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციისას).

5. ცესკო განკარგულებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ უბრალო უმრავლესობით  ამტკიცებს  არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

6. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ მუხლის  მე-4  პუნქტში  ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა.

7. თუ ცესკომ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში, იმართება განმეორებითი კენჭისყრა.

8. ცესკოს ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის (არჩევნების) შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება ცესკოს ბეჭდით.

9. თუ ცესკოს წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

10. ცესკოს მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს ცესკოში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ   სადემონსტრაციო ოქმში.

11. ცესკო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლს (კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), რომელიც დამოწმებულ  უნდა იქნეს ცესკოს ბეჭდითა და ცესკოს თავმჯდომარის და მდივნის  ხელმოწერებით, გრეთვე ცესკოს   განკარგულებებს  საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადასცემს სკოლის ადმინისტრაციას.

12. სათანადო მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ცესკო გადასცემს საარჩევნო   სუბიექტებს, მათ წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს არჩევნების შედეგების  შემაჯამებელი ოქმის ასლს, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ცესკოს ბეჭდითა და კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.

თავი VII – არჩევნების საჯაროობა და აგიტაცია

მუხლი 46. საარჩევნო კომისიის სხდომის საჯაროობა და კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე პირები

1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს, შესაბამისი და ზემდგომი   საარჩევნო კომისიების აპარატის თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის ცესკოში რეგისტრირებულ თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ თითო დამკვირვებელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ წარმომადგენლებს. წესრიგის დარღვევისა და  საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

2. კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლება აქვთ:

ა) ცენტრალურ და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) ცესკოს წარმომადგენლებს;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს;

ე) დამკვირვებლებს.

3. კენჭისყრის ოთახში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი   ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას), რომელზედაც აღნიშნული უნდა იყოს გვარი, სახელი და სტატუსი.

მუხლი 47. დამკვირვებლები

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ორგანიზაციებს და კერძო პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ  ამ დებულებით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

2. ორგანიზაცია, რომელსაც სურს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა  თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებზე დაკვირვება, შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  რეგისტრირებული კავშირი ან ფონდი, რომლის წესდება რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

3. დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს  ორგანიზაციის წარმომადგენლის – დამკვირვებლის მეშვეობით. ერთ  ორგანიზაციას   უფლება აქვს კონკრეტულ საარჩევნო უბანში ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი და კერძო დამკვირვებელი შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლე 12 წლის ასაკიდან ან საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან გარდა:

ა) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

ბ) საარჩევნო კომისიის წევრისა.

მუხლი 48. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. რეგისტრაციაში გატარების მიზნით  დამკვირვებელმა  ორგანიზაციამ  განცხადებით   უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა  უგვიანეს  2  დღისა. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ უბნის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო  კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაწყვეტს ორგანიზაციის  რეგისტრაციის  საკითხს.

2. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს დამკვირვებელ ორგანიზაციას  კერძო უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.   საარჩევნო  კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის  შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

3. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე  არა უგვიანეს 2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოსა და მის ქვემდებარე  საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია.

4. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია, დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან   არა უგვიანეს 1 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ დებულების მოთხოვნათა  დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

5. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამკვირვებლის გვარი, სახელი;

ბ) წარმდგენი ორგანიზაციის სახელწოდება (ასეთს არსებობის შემთხვევაში);

გ) იმ უბნის დასახელება, სადაც უნდა განახორციელოს დაკვირვება.

მუხლი 49. დამკვირვებლის უფლებები

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის  დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის ოთახში,   შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს;

გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი   ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ (უკანასკნელ შემთხვევაში წილისყრის გათვალისწინებით);

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური   კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;

ვ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს (წილისყრის გათვალისწინებით);

ზ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში,  რომელშიც   შესაძლებელი იქნება საარჩევნო ბიულეტენის დანახვა (წილისყრის გათვალისწინებით);

თ) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი  ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას (წილისყრის გათვალისწინებით);

ი) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე და   კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვოს მათზე რეაგირება;

კ) მოსთხოვოს ამომრჩეველს უჩვენოს, თუ რამდენი საარჩევნო  ბიულეტენი აქვს ხელში;

ლ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში;

მ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლასა და ოქმების შედგენას (უკანასკნელ სამ შემთხვევაში წილისყრის გათვალისწინებით);

ნ) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის   სასარგებლოდ ან  საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.

მუხლი 50. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს  შესაბამის  საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს საუბნო  საარჩევნო   კომისიასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს თითო წარმომადგენელი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის   დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო  ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის  შემთხვევაში  საარჩევნო  კომისიის  ამ   დებულებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში რეგისტრაციაში გაატაროს წარმომადგენელი და მისცეს მას წარმომადგენლის მოწმობა, რომელიც წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს   უნდა აწერდეს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი.

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი   საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ დებულებით  დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ  დებულების  50-ე  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.

6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზეც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

მუხლი 51. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია

1. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს  წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.

2. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:

ა) საარჩევნო კომისიის წევრებს:

ბ) დამკვირვებლებს.

3. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა   ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური საააგიტაციო მასალების  გამოცემა  გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.

4. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს skolaSi სასწავლო პროცესს.

5. სკოლის ადმინისტრაციას უფლება არა   აქვს უარი უთხრას მოსწავლეებს წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისას საკლასო ოთახებითა და დარბაზებით სარგებლობაზე.

6. სკოლის ადმინისტრაციას ეკრძალება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების  პროცესში ჩარევა და ხელის შეშლა.

7. სკოლის  ადმინისტრაცია და მოსწავლეთა თვითმმართველობა  ვალდებულია ხელი შეუწყოს არჩევნების ნორმალურად ჩატარებას.

თავი IX – დასკვნითი დებულებები

მუხლი 52. სასკოლო თვითმმართველობის წევრთა უფლებამოსილების ვადა:

a) Ⴋოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ერთი წლით, ხოლო თვითმმართველობის უფლებამონაცვლე წევრთა ვადა განისაზღვროს იმ ვადით, რა ვადითაც მოსწავლეთა თვითმმართველობაა არჩეული;

მუხლი 53. მანდატის მიკუთვნება

ა) თუ ორი ან მეტი კანიდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი   აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ კანდიდატს, რომელიც მოსწავლეთა თვითმართველობის პირველ სხდომაზე მეტ ხმას დააგროვებს.

მუხლი 54. სკოლის საბჭოში კლასის თვითმართველობიდან მოსწავლეთა შესვლის წესი:

სკოლის საბჭოში  შედიან საუკეთესო  შედეგების  მქონე  საარჩევნო სუბიექტები უბნის მანდატების რაოდენობის პროპორციულად.

მუხლი 55. არჩევნების ჩატარების თარიღი

არჩევნების დღე ინიშნება სკოლის სამეურვეო საბჭოს განკარგულებით

Advertisements

3 comments on “საარჩევნო დებულება

  1. გამოხმაურება: მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2012 | ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა

  2. გამოხმაურება: კანდიდატთა საყურადღებოდ!!! | ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა

  3. გამოხმაურება: აკრედიტაციის მსურველთა საყურადღებოდ | ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s