მოკლედ არჩევნების ფორმატის შესახებ

“ზოგადი განათლების შესახებ კანონის” შესაბამისად 2012 წლის 19 ორტომბერს დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები.

კანონის შესაბამისად საბაზო(VII-IX კლასები) და საშუალო საფეხურის(X-XII კლასები) მოსწავლეები აირჩევენ დელეგატებს კლასებიდან, რომლებიც თვითმმართველობის პირველივე სხდომაზე საკუთარი შემადგენლობიდან ხმათა 2/3-ით აირჩევენ თვითმმართველობის საბაზო და საშუალო საფეხურის პრეზიდენტებს.

თითო კლასიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების   საფუძველზე   ფარული კენჭისყრით აირჩევა ორი დელეგატი, რომლებიც იქნებიან კლასის წარმომადგენლები მოსწავლეთა თვითმმართველობაში.

არჩევნების ორგანიზების მიზნით საარჩევნო დებულების შესაბამისად იქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელშიც 7 წევრი შემდეგი პრინციპის მიხედვით ნაწილდება:

  • სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი (1)
  • ადმინისტრაციის წარმომადგენელი (1)
  • პედაგოგი (1)
  • მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი (2)
  • საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები (2)

ცესკოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს მოსწავლე.

ცესკოს მიერ,  II (მეორე) და III (მესამე) სართულებზე ზოგადი განთლების საბაზო და საშუალო საფეხურების შესაბამისად იქმნება #1 და #2 საარჩევნო  უბნები.

საუბნო საარჩევნო კომისია კომპლექტდება მხოლოდ მოსწავლეთა მიერ და მისი წევრთა რაოდენობა განოსაზღვრება არანაკლებ 4 და არაუმეტეს 6 წევრისა.

კომისიის წევრობის კანდიდატებს თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები ასახელებენ რეგისტრაციის დროს.

თუ კომისიის წევრობისთვის წარმოდგენილ კანდიდატთა რაოდენობა აღემატება წევრთა დასაშვებ რაოდენობას, ცესკო ატარებს წილისყრას

არჩევნების მიმდინარეობისას მოსწავლეს აქვს უფლება ხმა მისცეს საკუთარი კლასიდან დელეგატობის მხოლოდ ერთ კანდიდატს.

დელეგატობის კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამისათვის მათ:

  • უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერ მოსწავლეთა სია, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს მისი კლასის მოსწავლეთა არანაკლებ 1/3-ის ხელმოწერა;
  • დაწერონ განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე.
  • წარადგინონ იმ საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომელშიც იყრის კენჭს, წევრობის საკუთარი კანდიდატი

დელეგატობის კანდიდატებს შორის კონკურენციის გაზრდის მიზნით, ერთ მოსწავლეს შეუძლია მხარდამჭერთა სიაში ხელი მოუწეროს ორ კანდიდატს, თუმცა საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს მხოლოდ ერთს.

საარჩევნო პროცესზე დაკვირვება შეუძლია 12 წლის ზემოთ ნებისმიერ მსურველს, რომელიც რეგისტრაციის პერიოდში ცესკოში შეავსებს შესაბამის განაცხადს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ცესკო წილისყრით გამოავლენს კონკრეტულ უბნებზე  არანაკლებ 5 და არაუმეტეს 10 დამკვირვებლისა.

მედიის მუშაობა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას შეუზღუდავია, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მათმა ქმედებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს არჩევნების მიმდინარეობას. მაგალითად აკრძალულია საარჩევნო უბანზე ინტერვიუს აღება ნებისმიერი პირისგან.

არჩევნებამდე 5 დღით ადრე იწყება კანდიდატების საარჩევნო კამპანია, რომელიც გრძელდება არჩევნების დღემდე. მისი მიმდინარეობის პერიოდში შესაძლებელია საკუთარი საქმიანობის შეუზღუდავად რეკლამირება სასწავლო პროცესის ხელის შეშლის გარეშე

სკოლის ადმინისტრაცია სრულიად იზოლირებულია საარჩევნო პროცესისგან და არ აქვს უფლება ჩაერიოს არჩევნებში რაიმე ფორმით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s