თვითმმართველობის წესდება

სსიპ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა

სასკოლოთვითმმართველობის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2011წ.

ავი I. ზოგადიდებულებები

  • მუხლი 1. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა (შემდგომში მოსწავლეთა თვითმმართველობა), არის სკოლის შემადგენლობაში არსებული მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებითა და მართვის ორგანოებით, რომელიც ანხორციელებს ზოგადი და საშუალო  განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, როგორც სკოლის შიგნით, ისე მის გარეთ.
  • მუხლი 2. მოსწავლეთა თვითთმმართველობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
  • მუხლი3. მოსწავლეთა თვითთმმართველობა შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით,  1 წლის ვადით არჩეული საბაზო და საშუალო სწავლების საფეხურების თვითოეული კლასის წარმომადგენელი თითო დელეგატისაგან.
  • მუხლი4. მოსწავლეთა  თვითმმართველობა უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა სკოლის ადმინისტრაციის ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  • მუხლი5. წინამდებარე დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლა – სსიპ დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლა; ბ) მოსწავლე – პირი, რომელიც საბაზო და საშუალო განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე სწავლობს სკოლაში; გ) მოსწავლეთა თვითმმართველობა – დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო; დ) სკოლის ადმინისტრაცია –  დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის ორგანო, რომელიც ანხორციელებს  სკოლის მართვას, ადმინისტრირებას და სასწავლო პროცესს; ე) კლასი – სკოლის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეული; ვ) საერთო კრება – მოსწავლეთა თვითმმართველობის მმართველობის უმაღლესი ორგანო, რომელიც შედგება სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა კლასიდან არჩეული დელეგატებისგან; ზ) პრეზიდენტი – მოსწავლეთა თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი; თ) აღმასრულებელი პალატა – მოსწავლეთა თვითმმართველობის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო; ი) კლუბი – კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილი მოსწავლეთა თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო; კ) მონიტორინგის სამსახური – მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანოების მაკონტროლებელი საბჭო; ლ) დებულება – მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრება  თვითმმართველობის სტუქტურა და საქმიანობის წესი.

 

თავი II.. სასკოლოთვითმმართველობისმიზნებიდაუფლებამოვალეობები

  • მუხლი6.სასკოლოთვითმმართველობისმიზნებია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, დაიცვას და წარმოადგინოს მოსწავლეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები როგორც სკოლაში, ისე მის ფარგლებს გარეთ;

ბ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს უფლებებისა და თავისუფლებების პრაქტიკულ რეალიზაციაში;

გ) დაეხმაროს მოსწავლეებს  მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში;

დ) დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს სწავლის პერიოდში;

ე) ხელი შეუწყოს სკოლის ინტეგრაციას საგანმანათლებლო სივრცეში და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა;

ვ) ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას, დახმარება გაუწიოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;

ზ) შექმნას ოპტიმალური პირობები მოსწვლეთა სწავლის, დასვენების ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად,

თ) გაამრავალფეროვნოს სასკოლო ცხოვრება,

ი) დაეხმაროს სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს დაწყებითი საფეხურის კლასებში არასასწავლო აქტივობების ორგანიზებასა და დისციპლინის დაცვაში.

  • მუხლი 7.  სასკოლოთვითმმართველობათავისუფლებამოსილებისფარგლებში:

ა) იცავს და წარმოადგენს სკოლის მოსწავლეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;

ბ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების განხორციელებას;

ე) გეგმავს, ორგანიზებას უწევს და ანხორციელებს მოსწავლეთა დასვენების, სწავლის და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეხვედრებს, დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და კანონით ნებადართულ სხვა სახის ღონისძიებებს;

ვ) თანამშრომლობს სხვა სასკოლო, სამთავრობო და არასამთავრობო, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრევე გაერთიანებებთან;

თ) გააჩნია კავშირი საქართველოს და უცხოეთის სასკოლო ორგანიზაციებთან და თვითმმართველობებთან;

ი) მოსწავლეთა თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად ახორციელებს ზოგადი და საშუალო განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებითა და ამ დებულებით გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს;

თავი I I I. სასკოლოთვითმმართველობისდელეგატი:

  • მუხლი8. სასკოლო თვითმმართველობის დელეგატი არის:
  1. 1.     საარჩევნო დებულებით დადგენილი წესით სასკოლო თვითმმართველობაში არჩეული მოსწავლე.
  2. 2.    სასკოლო თვითმმართველობის დელეგატი არის თავისი კლასის წარმომადგენელი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს პირადად და მისი გაწვევა შესაძლებელია მხოლოდ სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრების გადაწყვეტილებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
  3. 3.    სასკოლო თვითმმართველობის დელეგატად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ სკოლის VII-XII კლასის მოსწავლე.
  • მუხლი9. სასკოლო თვითმმართველობის დელეგატის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით.
  • მუხლი 10. სასკოლო თვითმმართველობის დელეგატის უფლებამოსილება:
  1. 1.     იწყება მისი არჩევის მომენტიდან და მთავრდება ახალარჩეული დელეგატების პირველი შეკრებისთანავე.
  2. 2.    სასკოლო თვითმმართველობის დელეგატის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მოსწავლის სტატუსი შეწყვეტა;

დ)სკოლის წესდების ან სასკოლო თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებული წესების დარღვევა;

ე) არასაპატიო მიზეზით, სასკოლო თვითმმართველობის შეკრების ზედიზედ 4–ჯერ  გაცდენა;

ვ)სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;

  • მუხლი 11.

1. თვითმმართველობის დელეგატი უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს  სასკოლო თვითმმართველობის მართვის ორგანოების მუშობაში;

ბ) იქონიოს სათათბირო ხმის უფლება;

გ) აირჩიოს და თავად იყოს არჩეული სასკოლო თვითმმართველობის მართვის ორგანოებში;

დ) დაიკავოს სასკოლო თვითმმართველობაში ნებისმიერი თანამდებობა;

ე) დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად წინადადებებით მიმართოს სასკოლო თვითმმართველობის მართვის ორგანოებს;

ვ) მიიღოს მონაწილეობა სასკოლო თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ან თავად შეიმუშავოს და განახორციელოს ისინი;

ზ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია სასკოლო თვითმმართველობის ორგანოებიდან მათი საქმიანობის შესახებ;

თ) განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

  1. სასკოლო  თვითმმართველობის დელეგატი ვალდებულია

:ა) შეასრულოს სასკოლო თვითმმართველობის დებულებით მასზე გათვალისწინებული ვალდებულებები;

ბ) დაიცვას სკოლისა და სასკოლო თვითმმართველობის სახელი, ავტორიტეტი და ქონება

გ) ხელი შეუწყოს მოსწავლესა და სკოლის მართვის ორგანოებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

დ) მიიღოს მონაწილეობა სასკოლო თვითმმართველობის საქმიანობაში;

ე) დაესწროს სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრების და კლუბების  სხდომებს (წევრობის შემთხვევაში).

  • მუხლი 12.  სასკოლო თვითმმართველობას შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრი, რომელსაც არ გააჩნია სათათბირო ხმის უფლება. საპატიო წევრის წოდებას ანიჭებს სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი.

თავი IVსასკოლოთვითმმართველობისსტრუქტურა

  • მუხლი 13.  სასკოლო თვითმმართველობის მართვის ორგანოებია:

ა) სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრება;

ბ) სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი;

გ) სასკოლო თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა;

დ) სასკოლო თვითმმართველობის კლუბები;

  • მუხლი 14.

1. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრება სასკოლო თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა.

2. სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი, აღმასრულებელი პალატა, კლუბები  თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებია;

3. სასკოლო თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახური  თვითმმართველობის მართვის ორგანოების მაკონტროლებელი ორგანოა.

 

თავი V სასკოლოთვითმმართველობისსაერთოკრება

  • მუხლი 15. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრება წარმოადგენს სასკოლო თვითმმართველობის მმართველობის უმაღლეს ორგანოს, რომელიც შედგება სასკოლო თვითმმართველობაში არჩეული ყველა დელეგატისაგან.
  • მუხლი 16.

1. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრება იკრიბება სემესტრში ორჯერ.

2. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრების მოწვევის თარიღს განსაზღვრავს და შესაბამის დღის წესრიგს ადგენს სასკოლო თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა.

3. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრების ჩატარების თარიღისა და შესაბამისი დღის წესრიგის შესახებ სასკოლო თვითმმართველობის დელეგატებს ეცნობება საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი დღისა.

  • მუხლი17.. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრების რიგგარეშე სხდომას მოიწვევს:

ა) სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით;

ბ) სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი დელეგატების არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით;

გ) აღმასრულებელი პალატა სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიმდინარეობისას.

  • მუხლი18.

1. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

2. სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრების სხდომებს თავმჯდომარეობს მოსწავლეთა თვითმმართველობის ვიცე–პრეზიდენტი.

  • მუხლი19..  სასკოლო თვითმმართველობის საერთო კრება

ა) სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს სასკოლო თვითმმართველობის დებულებას,  ამავე უმრავლესობით შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;

ე) სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტის წარდგინებით, დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს სასკოლო თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარეს;

ვ) ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყვეტს სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს;

ზ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დადგენილებებს, რომლებსაც ხელს აწერს სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი;

თ) ახორციელებს სასკოლო თვითმმართველობის მიზნების მისაღწევად `საბაზო და საშუალო განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის წესდებითა და ამ დებულებით გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და ამ დებულებას.

 

თავი VI სასკოლოთვითმმართველობისპრეზიდენტი

  • მუხლი 20. სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი არის თვითმმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარეობს აღმასრულებელ პალატას და წარმოადგენს თვითმმართველობას მესამე პირებთან ურთიერთობებში.
  • მუხლი 21.

1. სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს მხოლოდ X-XII კლასების მოსწავლე დელეგატებს;

2. ვიცე–პრეზიდენტის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს მხოლოდ VII-IX კლასების მოსწავლე დელეგატებს;

  • მუხლი 22.

1. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა არჩევისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა, 5 სასწავლო დღის შემდეგ ინიშნება მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება  საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურშიც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა არჩევისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა, ხუთი სასწავლო დღის ვადაში ტარდება ხელახალი არჩევნები.

3. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობს ერთი კანდიდატი, რომელი ვერ დააგროვებს არჩევისთვის ხმათა საკმარის რაოდენობას, 5 სასწავლო დღის ვადაში ტარდება ხელახალი არჩევნები.

  • მუხლი 23. სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი შეიძლება იყოს  თვითმმართველობაში არჩეული დელეგატი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ქმედუნარიანი და სწავლობს მოცემული სკოლის X-XII კლასებში.
  • მუხლი 24.

1. სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი არჩევის მომენტიდან და წყდება ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე.

2. ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე წინა მოწვევის თვითმმართველობის ყველა ორგანოსა და თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება.

  • მუხლი 25.
  1. სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა;

გ) მოქალაქეობის დაკარგვა;

დ) იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;

2. პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს ვიცე-პრეზიდენტი.

  • მუხლი 26. საქართველოს კანონმდებლობის, სკოლის წესდების ან/და ამ დებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში, სასკოლო თვითმმართველობის დელეგატთა არანაკლებ 1/3-ს შეუძლია დაიწყოს თვითმმართველობის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და დარღვევის ფაქტები გადაუგზავნოს მონიტორინგის საბჭოს. მონიტორინგის საბჭო 10 დღის ვადაში იკვლევს ფაქტებს და თავის დასკვნას უგზავნის აღმასრულებელ პალატას, რომელიც დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, 5 დღის ვადაში მოიწვევს საერთო კრებას, რომელიც კენჭს უყრის პრეზიდენტის გადაყენების საკითხს. პრეზიდენტი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს საერთო კრების შემადგენლობის არანაკლებ 2/3.
  • მუხლი27..  სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი:

ა) ხელმძღვანელობს  თვითმმართველობის საქმიანობას;

ბ) თვამჯდომარეობს აღმასრულებელ პალატას;

გ) დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს საერთო კრებას;

დ) წარმოადგენს თვითმმართველობას სკოლის ხელმძღვანელი ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში;

ე) თვითმმართველობის სახელით ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს;

ვ) ხელს აწერს საერთო კრებისა და აღმასრულებელი პალატის სამართლებრივ აქტებს;

ზ)ნიშნავს სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების თარიღს მოქმედი თვითმმართველობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა;

თ) კოორდინაციას უწევს  თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას;

ი) ხელს აწერს მონიტორინგის სამსახურის დასკვნას სასკოლო თვითმმართველობის დელეგატისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე;

კ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარის კანდიდატურას;

ლ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით იღებს განკარგულებებს;

მ) ანიჭებს სასკოლო თვითმმართველობის საპატიო წევრის წოდებას;

ნ) ახორციელებს ამ დებულებით გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან/და სასკოლო თვითმმართველობის დებულებას.

  • მუხლი28.. სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი ვალდებულია:

ა) 6 თვეში ერთხელ საერთო კრებას წარუდგინოს ანგარიში  თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ;

ბ) დაიცვას თვითმმართველობის დელეგატისთვის აუცილებელი მოთხოვნები.

თავი VIIსასკოლოთვითმმართველობისაღმასრულებელიპალატა.

  • მუხლი29. სასკოლო თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა არის თვითმმართველობის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი და კლუბების ხელმძღვანელები.
  • მუხლი 30 .

1. სასკოლო თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა იკრიბება თვეში ერთხელ.

2. პრეზიდენტს შეუძლია  თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატის რიგგარეშე სხდომის საკუთარი ინიციატივით მოწვევა.

3. თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3.

4. სასკოლო თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით.

  • მუხლი 31. სასკოლო თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა:

ა) შეიმუშავებს  თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის საერთო პოლიტიკას;

ბ) წარუდგენს წინადადებებს კონკრეტულ კლუბებს  მათი მუშაობის გაუმჯობესების თაობაზე;

გ) განიხილავს პროექტებს და მათი დაფინანსების მოძიების საკითხს;

დ) წარუდგენს ანგარიშს პრეზიდენტს თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის შესახებ;

ე) ახორციელებს ამ დებულებით გაუთვალისწინებელ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ დებულებას.

  • მუხლი 32. სასკოლო თვითმმართველობის აღმასრულებელი პალატა თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით იღებს დადგენილებებს, რომლებსაც ხელს აწერს სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი.

თავი IX სასკოლოთვითმმართველობისკლუბი:

  • მუხლი33. სასკოლო თვითმმართველობის კლუბი არის კონკრეტულ სფეროში დასახული მიზნების აღსრულებისათვის შექმნილი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
  • მუხლი35.

1. კლუბი  შედგება  თავმჯდომარის, თავმჯდომარის  მოადგილისა და დელეგატებისგან. რომლებიც ახორციელებენ  კლუბის მართვას და რომელთაც  სათათბირო ხმის უფლება გააჩნიათ, აგრეთვე, სხვა მოსწავლეებისგან, რომლებიც არ წარმოადგენენ თვითმმართველობის დელეგატებს.

2. კლუბის  თავმჯდომარეს, თავმჯდომარის  მოადგილესა და კლუბებში შემავალ დელეგატებს ნიშნავს თვითმმართველობის პრეზიდენტი.

3. კლუბის შეკრება  უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კლუბი  გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით.

  • მუხლი36.

1. კლუბის სხდომა ტარდება ორ კვირაში ერთხელ და მას უძღვება კლუბის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი თავმჯდომარის მოადგილე.

2. კლუბის რიგგარეშე სხდომას იწვევს:

ა) კლუბის  თავმჯდომარე თავისი ინიციატივით;

ბ) სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი ან  მასთან შეთანხმებით  ვიცე პრეზიდენტი.

 

თავი X  სასკოლო  თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახური:

  • მუხლი37. სასკოლო თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახური არის თვითმმართველობის ორგანოთა მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და სამი დელეგატისაგან და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საერთო კრების წინაშე.
  • მუხლი38. მონიტორინგის სამსახურის წევრს არ შეიძლება ეკავოს სასკოლო თვითმმართველობაში ნებისმიერი სხვა თანამდებობა.
  • მუხლი39. მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს თვითმმართველობის საერთო კრება.
  • მუხლი40.

1. მონიტორინგის სამსახური იკრიბება 2 კვირაში ერთხელ.

2. მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3.

3. მონიტორინგის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა შემადგენლობის უმრავლესობით. ხმათა გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარის ხმა.

  • მუხლი41. განსაკუთრებულ ან/და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურის სხდომას მოიწვევს:

ა) მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარე თავის ინიციატივით;

ბ) მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარე, საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით

  • მუხლი 42.  სასკოლო თვითმმართველობის მონიტორინგის სამსახური:

ა) ახორციელებს თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტების ფინანსურ კონტროლს;

ბ) ამოწმებს წინადადებებისა და პროექტის აღსრულებისათვის გათვალისწინებული ხარჯების აუცილებლობას;

გ) ზედამხვედველობს დაფინანსებული წინადადების ან/და პროექტისა მიმდინარეობს;

დ) აჯამებს დაფინანსებული წინადადების ან/და პროექტის საბოლოო შედეგებს;

ე) ზედამხედველობს დელეგატების მიერ ამ დებულების დაცვას და მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას;

ვ) ზედამხედველობს მართვის ორგანოების მიერ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობებისა და ამ დებულების შესრულებას;

ზ)განიხილავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიმდინარეობისას, პრეზიდენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან/და სასკოლო თვითმმართველობის დებულების დარღვევის ფაქტებს;

თ) 3 თვეში ერთხელ აწარმოებს თვითმმართველობის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის რევიზიას;

ი) ახორციელებს ამ დებულებით გაუთვალისწინებელ სხვა სახის კონტროლს, რომლის განხორციელებაც არ ეწინააღმდეგება თვითმმართველობის დებულებას.

  • მუხლი 43.  მონიტორინგის სამსახური თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, იღებს დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე.

 

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

  • მუხლი 44. 1. წინამდებარე დებულება ძალაში შევიდეს სასკოლო თვითმმართველობის წარმომადგენლობით საბჭოს მიერ დამტკიცებისა და პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერისთანავე.

 

სტუდენტურითვითმმართველობისპრეზიდენტი:

/ს. ჩუთლაშვილი/

27.09.2011

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s