თვითმმართველობის დებულება

დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის

წარმომადგენლობითი საბჭოს

დადგენილება №1

27 სექტემბერი 2011 .

დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის

 

დებულება


მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი

1.  დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის  (შემდგომში – სკოლა)  მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის დამოუკიდებელ სტუქტურულ ერთეულს.

2.  მოსწავლეთა  თვითმმართველობა (შემდგომში – თვითმმართველობა) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სკოლის წესდებით და წინამდებარე დებულებით.

3.  თვითმმართველობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა  და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.

 

 

მუხლი 2.

თვითმმართველობის ამოცანები და ფუნქციები

სასკოლო თვითმმართველობა:

  1. უზრუნველყოფს მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლის სასწავლო და სააღმზრდელო  საქმიანობაში;
  2. ირჩევს წარმომადგენელს სკოლის სამეურვეო საბჭოში;
  3. ხელს უწყობს მოსწავლეთა უფლებების დაცვას;
  4. უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები სკოლის  მმართვის სისტემისა და სწავლების ხარისხისგაუმჯობესების მიზნით;
  5. ხელმძღვანელობს სასკოლო კონფერენციების ჩატარებას;
  6. ორგანიზაციას უკეთებს მოსწავლეთა ღონისძიებების ჩატარებას;
  7. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მოსწავლეთა  მიერ ეთიკის ნორმების და დისციპლინის დაცვას;

მუხლი 3.

თვითმმართველობია და ხელმძღვანელობა.

1.   დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის  მოსწავლეთა თვითმმართველობა აირჩევა ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე.

2. თვითმმართველობას ხელმძღვანელობს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე, რომელსაც ირჩევენ  VII-XII კლასების მოსწავლეები საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 1 წლის ვადით.

 

 

მუხლი 4.

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობითა და სასკოლო თვითმმართველობის წესდებით  დადგენილი წესით.

 

სასკოლო თვითმმართველობის პრეზიდენტი

სოსოჩუთლაშვილი

27/09/2011

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s