ელიტარული ინტელექტ-კლუბის დებულება

დებულება

  • ვინ? სად? როდის? ინტელექტ-კლუბი ჩამოყალიბდა ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ 03/10/2011 წ-ს;
  • კლუბის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება ინტელექტუალური თამაშებით და მათი ინტელექტუალური დონის ამაღლება;
  • ამისათვის კლუბი ატარებს როგორც სპორტული, ისე კლუბური ინტელექტუალური თამაშების სერიას;
  • კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ VII-XII კლასების მოსწავლეებს;
  • სათამაშო წელი დაყოფილია სამ სეზონად: ზამთრის, გაზაფხულისა და ზაფხულის სერიებად;
  • თამაშებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კლუბის წევრ მოსწავლეების მიერ შექმნილ გუნდებს;
  • გამონაკლისს უშვებს თვითმმართველობის წარმომადგენლობით საბჭო კლუბის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე;
  • თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს 6 წევრისგან;
  • თამაშის დროს  გუნდისთვის დაისმება მაქსიმუმ 11 შეკითხვა;
  • გუნდმა შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცეს ერთი წუთის განმავლობაში;
  •  კითხვებს შორისაა  ბლიცი და სუპერ–ბლიცი;
  • ბლიცს თამაშობს გუნდი სრული შემადგენლობით;
  • ბლიცის დროს წამყვანის მიერ ისმება 3 შეკითხვა;
  • თვითოეულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გუნდებს ეძლევათ 30 წმ.
  • სამივე კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, გუნდი მოიპოვებს 1 ქულას;
  • სუპერ–ბლიცს თამაშობს კაპიტნის მიერ შერჩეული ერთი მოთამაშე;
  • სუპერ-ბლიცის დროს წამყვანის მიერ დაისმება 3 შეკითხვა, რომელზეც მოთამაშემ თითო შეკითხვაზე ერთი წუთის განმავლობაში უნდა გასცეს პასუხი;
  • სამივე კითხვაზე პასუხის გაცემის შემთხვევაში გუნდი მიიღებს ერთ ქულას;
  • გუნდს თამაშის დროს შეუძლია მოითხოვოს გადამწყვეტი რაუნდი, რომელსაც თამაშობს კაპიტნის მიერ შერჩეული ერთი მოთამაშე;
  • გადამწყვეტ რაუნდში წამყვანის მიერ დასმული იქნება ერთი შეკითხვა;
  • მოაზროვნეს აქვს ერთი წუთი პასუხის მოსაფიქრებლად;
  • სწორი პასუხის შემთხვევაში გუნდი იგებს თამაშს ანგარიშით 6-0;
  • არასწორრი პასუხის შემთხვევაში გუნდი აგებს თამაშს ანგარიშით 0-6;
  • თამაშის დროს გუნდს აქვს საშუალება ისარგებლოს დარბაზის დახმარებით ან აიღოს დამატებითი წუთი;
  • თამაშის მსვლელობისას, გუნდის მიერ ნაადრევი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, გუნდს ემატება დამატებითი წუთები ნაადრევი პასუხების რაოდენობის შესაბამისად;
  • დამარცხების შემთხვევაში გუნდს აქვს უფლება მოითხოვოს მატჩ-რევანში;
  • მატჩ-რევანშში დამარცხების შემთხვევაში გუნდი გამოტოვებს შემდეგ სეზონს;
  • გამარჯვების შემთხვევაში გუნდი იკავებს სათანადო ადგილს რეიტინგში;
  • თამაშში დამარცხების შემთხვევაში გუნდი დაქვეითდება რეიტინგში მიღებული ქულების შესაბამისად;
  • ზამთრის,  გაზაფხულის და ზაფხულის სერიების გამარჯვებული გუნდებიდან ქულებით საუკეთესო ითამაშებს წლის სუპერ-ფინალში;
  • სუპერ-ფინალის საუკეთესო მოაზროვნე ან კითხვის ავტორი მიიღებს ბუს;
  • სუპერ–ფინალის გამარჯვებული გუნდი გახდება სკოლის ჩემპიონი და დაეუფლება გარდამავალ ჯილდოს ერთი წლის განმავლობაში;

განსაკუთრებული გარემოებები

  • თამაშის დროს, მოაზროვნეების მხრიდან კლუბის წესებისადმი შეუფერებელი საქციელის შემთხვევაში გუნდი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას და დამნაშავე მოაზროვნის კლუბიდან გარიცხვას დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად;
  • თამაშის დროს, კლუბის წევრის მხრიდან აკრძალულია:

ü  ხმაური თამაშის მსვლელობისას;

ü  კარნახი მოთამაშეებისთვის;

ü  დარბაზში მყოფთა შეურაცხყოფა;

ü  საუბარი, როცა გუნდი პასუხობს;

ü  კლუბის მატერიალური ქონების დაზიანება;

  • მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავე ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ან კლუბიდან გარიცხვას;
  • თამაშის მიმდინარეობისას დარღვევებზე პრეტენზიის შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება აქვს მიმართოს კლუბის მუშაობაზე პასუხისმგებელ პირს;
  • პრეტენზიის უარყოფის შემთხვევაში მოსარჩელეს აქვს უფლება მიმართოს ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის დირექციას;

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s